სმარტფონები

Nokia ამზადებს სამ სმარტფონს MWC 2020-ზე ანონსისთვის

ფინურმა ბრენდმა Nokia-მ 2017 წელს განაახლა სმარტფონების გამოშვება. სამი წლის განმავლობაში ლეგენდარული ბრენდის ასორტიმენტი სხვადასხვა საფასო კატეგორიის სამი ათეული ახალი მოდელით შეივსო. კომპანია ახალ მოწყობილობებს ორ გამოფენაზე უშვებს: IFA-სა და MWC-ზე. არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი. როგორც ცნობილი გახდა, ბარსელონაში Mobile World Congress 2020 გამოფენაზე ბრენდი მინიმუმ სამ ახალ სმარტფონს წარადგენს. საუბარი ეხება დაბალბიუჯეტურ Nokia 5.2-სა და Nokia 1.3-ს, აგრეთვე კომპანიის პირველ 5G სმარტფონს, რომლის სახელწოდება იქნება Nokia 8.2 5G. 

მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე მოდელი არ იქნება ფლაგმანური სეგმენტის მოწყობილობა. დიდი ალბათობით მას ექნება 7-ნანომეტრიანი მობილური პროცესორი Qualcomm Snapdragon 765G და MediaTek Dimensity 1000 ჩიპსეტი. 

Nokia 8.2 5G-ს დიზაინი Nokia 7.2 (იხ. ფოტოზე ქვემოთ) მოდელის სტილში იქნება წარმოდგენილი, თუმცა თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელიდან გვერდით ნაწილზე გადავა. ბატარეის მოცულობა 3500 მა/სთ იქნება. საბაზისო მოდიფიკაციის სმარტფონს ექნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება. ამ მოდელის ფასი 500 აშშ დოლარი იქნება. აგრთვე უნდა აღინიშნოს, რომ  კომპანია HMD Global-მა, რომელიც ბრენდ Nokia-ზე ფლობს უფლებებს, უარი განაცხადა იდეაზე – გამოსულიყო სმარტფონი 5G მხარდაჭერის გარეშე. 

image.png

Nokia 5.2 გარეგნულად Nokia 6.2-ის მსგავსი იქნება (იხ. ფოტოზე), რომლის წარდგენა მოხდა გასულ წელს გამოფენა IFA-ზე ბერლინში. სმარტფონს ექნება 6.2-დუიმიანი LCD პანელი და Snapdragon 632 პროცესორი. 

ძირითადი კამერა წარმოდგენილი იქნება ორი – 16 და 8 მეგაპიქსელიანი მოდულებით. სელფი კამერის გაფართოება 8 მეგაპიქსელია. სმარტფონის კვებას უზრუნველყოფს 3500 მა/სთ მოცულობის ბატარეა. საბაზისო კომპლექტაციის Nokia 5.2-ს ექნება 3 გბ ოპერატიული და 32 გბ ფლეშ-მეხსიერება, მისი ფასი იქნება 169 ევრო. უფროს მოდელს კი იქნება 4 გბ ოპერატიული და 63 გბ მუდმივი მეხსიერება. ამ მოდელის ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

image.png

სამი ახალი სმარტფონიდან ყველაზე მოკრძალებულ მოდელად მოგვევლინება Nokia 1.3. მას ექნება 6-დუიმიანი დისპლეი და კომპანია MediaTek-ის პროცესორი. ცალკრისტალიანი სისტემის ზუსტი მოდელი არ კონკრეტდება. არის ალბათობა, რომ Nokia 1.3 იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android Go Edition-ის ბაზაზე. 

სმარტფონს ექნება 1 გბ ოპერატიული და 8 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, ასევე 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. ეს მოდელი გაიყიდება 79 ევროდ. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button