ახალი ამბებიბიზნესისმარტფონები

ავტორიტეტული ანალიტიკოსი არ გამორიცხავს Huawei-ს გასვლას სმარტფონების ბაზრიდან

ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei ამჟამად რთულ პერიოდს გადის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. ავტორიტეტული ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo მიიჩნევს, რომ ამერიკული შეზღუდვები ძლიერ დარტყმას აყენებს Huawei-ს სმარტფონების ბიზნესს. 

მაისის შუა პერიოდში შეერთებულმა შტატებმა შემოიღო წესები, რომლებიც უცხოურ კომპანიებს უკრძალავდა Huawei-სთვის კომპონენტების მიწოდებას, თუკი ისინი წარმოებული იყო ამერიკული აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. ამ მიზეზით 15 სექტემბრიდან Huawei შეზღუდავს საფირმო Kirin ჩიპების წარმოებას ფლაგმანური სმარტფონებისთვის. 

რესურსი DigiTimes გვაცნობებს, რომ არსებულ ვითარებაში კომპანია იძულებულია შეამციროს სმარტფონების გამოშვების რაოდენობა ჩინურ ODM-მწარმოებლებთან კონტრაქტით. 

image.jpeg

Ming-Chi Kuo მიიჩნევს, რომ მოვლენების ხელსაყრელი განვითარების შემთხვევაში Huawei-ს ემუქრება სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე წილის მნიშვნელოვნად შემცირება, რასაც კონკურენტები გამოიყენებენ. 

უარეს შემთხვევაში კი, თვლის ანალიტიკოსი, კომპანიამ შესაძლოა საერთოდ დატოვოს სმარტ-მოწყობილობების ბაზარი, რომელზეც მას ამჟამად 18,4 %-იანი წილი უჭირავს და ჩამორჩება მხოლოდ Samsung-ს (18,6 %).  

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button