ახალი ამბებითამაშები

Cyberpunk 2077-მა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა Gamescom Awards 2020-ზე

დასრულდა გამოფენა gamescom 2020. მის ფარგლებში გაჟღერდა უამრავი სასიამოვნო სიახლე, დასასრულს კი ორგანიზატორებმა გაახმაურეს Gamescom Awards 2020-ის პრემიის მრავალრიცხოვანი ნომინაცია. ღონისძიების ტრადიციის თანახმად, ნომინაციებში ძირითადად მონაწილეობას იღებდენ ჯერ კიდევ არგამოსული თამაშები. 

image.jpeg

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი – 5 ჯილდო აიღო CD Project RED-მა წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტში – Cyberpunk 2077, რომელსაც განსაკუთრებულად ელის დაინტერესებული საზოგადოება. ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი მოწყობილობა გახდა Xbox Series X. ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა: 

  • საუკეთესო სათავგადასავლო ბოევიკი — Watch Dogs Legion; 
  • საუკეთესო ბოევიკი — Star Wars: Squadrons; 
  • საუკეთესო თამაში დამოუკიდებელი დეველოპერებისგან — Curious Expedition 2; 
  • საუკეთესო მულტიფლეიერი — Operation: Tango; 
  • საუკეთესო მხარდაჭერილი თამაში — Borderlands 3; 
  • საუკეთესო რბოლური თამაში — DIRT 5; 
  • საუკეთესო როლური თამაში — Cyberpunk 2077; 
  • საუკეთესო სტრატეგიული თამაში — Humankind; 
  • საუკეთესო რემასტერი — Mafia: Definitive Edition; 
  • საუკეთესო სიმულატორი — Project CARS 3; 
  • საუკეთესო სპორტული თამაში  — Tony Hawk’s Pro Skater 1+2; 
  • საუკეთესო საოჯახო თამაში — KeyWe; 
  • საუკეთესო თამაში PC-ისთვის — Cyberpunk 2077; 
  • საუკეთესო თამაში PlayStation-ისთვის — Cyberpunk 2077; 
  • საუკეთესო თამაში Xbox-ისთვის — Tell Me Why; 
  • საუკეთესო თამაში Nintendo Switch-ისთვის — Little Nightmares II; 
  • ჯილდო ორიგინალურობისთვის — Voidtrain; 
  • საუკეთესო ანონსი — Unknown 9: Awakening; 
  • Gamescom-ზე წარმოდგენილი საუკეთესო პროექტი — Cyberpunk 2077; 
  • საუკეთესო პრეზენტაცია — Little Nightmares II; 
  • Heart of Gaming-ის სპეციალური ჯილდო — Indie Arena Booth. 
  • ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი თამაში — Cyberpunk 2077; 
  • ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი მოწყობილობა — Xbox Series X. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button