Coinbase ევროპაში ახალ კასტოდიალურ სერვისს აამოქმედებს
კრიპტოსავალუტო კომპანია Coinbase ირლანდიაში აამოქმედებს ახალ კასტოდიალურ ქვეგანყოფილებას, რომელიც განკუთვნილია ევროპელი მომხმარებლების მომსახურებისთვის.
პრეს-რელიზის თანახმად, Coinbase Custody International დუბლინში დაფუძნდება.
კომპანიამ კასტოდიალური სერვისი Coinbase Custody აამოქმედა 2017 წელს ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. დღესდღეობით მის საცავებში არსებული კრიპტოსავალუტო აქტივების ღირებულება 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამ ფაქტს ნაწილობრივ Xapo-ს შეძენამ შეუწყო ხელი.
2018 წლიდან Coinbase Custody უკვე ემსახურება ევროპელ მომხმარებლებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, შვეიცარიას, გერმანიასა და ნიდერლანდს. ევროპის ტერიტორიაზე ქვეგანყოფილების ამოქმედება უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ლოკალიზებული სახით ადგილობრივი პერსონალითა და კანონმდებლობის შესაბამისად – აღნიშნავს კომპანია.
„ჩვენ ვთავაზობთ სერვისებს იმავე რეგიონიდან, სადაც მომხმარებლები იმყოფებიან. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მათ მიიღონ მეტი იურიდიული და ნორმატიული გამჭვირვალობა“ – ნათქვამია პრეს-რელიზში.
მომსახურების სპექტრის გაფართოების მიზნით კომპანია აპირებს დაამატოს დიდი რაოდენობით აქტივების მხარდაჭერა და აამოქმედოს ახალი ფუნქციები.