კომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

კომპანია Nintendo-მ წარადგინა Nintendo Switch  ახალი დიზაინით თამაშ Animal Crossing: New Horizons-ის სტილში. 

სპეციალური გამოშვების კონსოლის გაყიდვა აშშ-ში 13 მარტიდან დაიწყება. Nintendo Switch-ის დიზაინი შთაგონებულია ახალი Animal Crossing: New Horizons-ით. Joy-Con კონტროლერები წარმოდგენილია მწვანე და ცისფერ ფერებში. უკანა მხარეს კონტროლერები თეთრია, ასეთივე ფერისაა სამაგრებიც. თეთრი ფერისაა კონსოლის დოკ-სადგური და გაფორმებულია თამაშის პერსონაჟების გამოსახულებით. 

გაყიდვაში ასევე გამოვა ორი განსაკუთრებული თემატიკის ქეისი. 

image.jpeg
image.jpeg

Animal Crossing: New Horizons – ეს გახლავთ სიმულატორი, რომელიც ასახავს თავისუფალი ცხოვრების პირობებს კუნძულზე. წინა ნაწილისგან განსხვავებით ახალი თამაში საშუალებას მოგცემთ დატკბეთ წყნარი და თანაბარზომიერი ცხოვრების სტილით, დაკავდეთ ხელოვნებით, მებაღეობითა და თევზაობით. შეძლებთ შეაგროვოთ რესურსები და დაამზადოთ ნივთები ან ინსტრუმენტები, ააგოთ საკუთარი სახლი და მოაწყოთ იგი ისე, როგორც მოგესურვებათ. გარდა ამისა, თამაშში იქნებიან პერსონაჟები, რომელთანც შეგეძლებათ კონტაქტი. 

Animal Crossing: New Horizons-ის მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი მოთამაშეებს საშუალებას მისცემს კუნძულზე მოეწყონ მაქსიმუმ რვა მოთამაშესთან ერთად. ამასთან, ერთ კუნძულზე მობინადრე ოთხ პირს შეეძლება ერთდროულად ითამაშოს ერთი კონსოლით, რვა მოთამაშე კი ისარგებლებს ქსელური ან ლოკალური მულტიფლეიერით. 

Animal Crossing: New Horizons კონსოლ Nintendo Switch-ზე 20 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button