ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მოსაზრება: ერთ წელში TRON ლიდერობას წაართმევს Ethereum-ს

დამოუკიდებელმა დეველოპერმა და კრიპტო-კონსულტანტმა Udi Wertheimer-მა განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში TRON უკან ჩამოიტოვებს Ethereum-ს, როგორც ლიდერ პლატფორმას დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის. ამ განცხადების გამო Wertheimer ტროლინგში დაადანაშაულეს.

„TRON აპირებს Ethereum-ს წინ გაუსწროს დაახლოებით ერთ წელში და ეს არ არის ხუმრობა. DeFi-ს წარმომადგენლები ჯერ ვერ აცნობიერებენ ამას, მაგრამ ისინი TRON-ის დამფუძნებლისთვის იმუშავებენ მაშინ, როდესაც იგი ConsenSys-ს შეიძენს“ – განაცხადა Udi Wertheimer-მა.

Wertheimer-მა საკუთარი აზრი გამოთქვა მას შემდეგ, რაც TRON-ის დამფუძნებელმა ჯასტინ სანმა გაახმაურა პლატფორმის თანამშრომლობის გეგმები Bitcoin-ბირჟა Poloniex-თან. ანტრეპრენერმა ასევე დაადასტურა ბირჟაზე წილის ყიდვის ფაქტიც.

Wertheimer-ის აზრით TRON აღემატება Ethereum-ს განვითარების, ტრანზაქციების სისწრაფისა და ცენზურის მდგრადობის მხრივ, ასევე ბიზნესის თვალსაზრისით.

კომენტატორებმა იგი არა მარტო ტროლინგში დაადანაშაულეს, არამედ შეახსენეს TRON-ის პროექტისა და თავად ჯასტინ სანის არც ისე ცალსახა რეპუტაციის შესახებ.

Udi Wertheimer ერთადერთი არ გახლავთ, ვინც თვლის, რომ TRON-საც და EOS-საც შეუძლია წაართვას ბაზარზე წილი Ethereum-ს. ზოგი კი Ethereum-ს სულაც „ტექნოლოგიურ ჩიხს“ უწოდებს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button