თამაშებიკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

დასახელდა 2020 წლის ყველაზე პერსპექტიული ტექნოლოგია გეიმერებისთვის

მსოფლიოში გეიმერების რაოდენობა ყოველწლიულად იზრდება, პარალელურად მატულობს გაყიდული გეიმინგ კონსოლების, აქსესუარებისა და თამაშების მოცულობა. მაკომპლექტებლების მწარმოებელი კომპანიები მუდმივად ცდილობენ ტექნოლოგიების სრულყოფას და გეიმერებს დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებენ შემოქმედებითი გეგმების რეალიზაციისთვის. ექსპერტების აზრით 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგია RayTracing იქნება. 

მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლები მალე გამოვა, გეიმერებს სურთ იცოდნენ რა ელოდებათ და ამიტომ მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლებს პერიოდულად უზიარებენ საინტერესო დეტალებს. 

დღესდღეობით RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე ვიდეო ბარათებს მხოლოდ NVIDIA უშვებს. ამავე დროს, მწვანე კომპანიის ბარათების ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ შიდა მოხსენებებისა და ხელმძღვანელი პირების ინტერვიუების მიხედვით. მაგალითად, მცირე ხნის წინ NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გაყიდული ვიდეო ბარათების ორი მესამედი RayTracing-ისთვის მზადაა. გაურკვეველია, ეს ფაქტი მეტყველებს ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ბარათების დაუჯერებელ პოპულარობაზე თუ კომპანიის გეგმებში შედის უმეტესობა ვიდეო ბარათისთვის პროგრამული RayTracing-ის შექმნა.  

მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობები AMD-ის ერთ-ერთი ვიდეო ბარათის ანონსის შესახებ, რომელსაც კომპანიაში ხუმრობით NVIDIA Killer-ს უწოდებენ. ამ ბარათსაც ექნება ხსენებული ტექნოლოგიის მხარდაჭერა და იგი წლის პირველ ნახევარში დაანონსდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გეიმერების ძირითადი ნაწილის გადასვლა RayTracing-ზე მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა ეს პროცესი დაიწყება არა RTX 2000 თაობიდან, არამედ მომავალი კონსოლებით, რომლებსაც თავიანთი მახასიათებლებით გეიმინგ ბაზარზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close