ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Blockstream მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პირველი რეგულირებადი კრიპტობანკის ამოქმედებაში

კრიპტოვალუტების ცნობილი მომხრე და Wyoming Blockchain Coalition-ის თანადამფუძნებელი კეიტლინ ლონგი აცხადებს, რომ იქმნება ახალი ბანკი, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგულირებად სერვისებზე ციფრული ვალუტების სფეროში. პროექტში მონაწილეობას ასევე მიიღებს ტექნოლოგიური კომპანია Blockstream, რომელიც ცნობილია თავისი შემოქმედებით Bitcoin-თან მიმართებაში.

ახალი ორგანიზაცია სახელად Avanti (იტალიურად – „წინ“) დარეგისტრირდა 6 იანვარს და დღემდე მიღებული აქვს ინვესტიციები 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

Avanti ინსტიტუციონალიზებულ ინვესტორებს შესთავაზებს კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორების შესაძლებლობას, კასტოდიალურ სერვისებს, აგრეთვე ოპერაციებს ციფრული ფასიანი ქაღალდებით.

ამჟამად კომპანია ემზადება გააკეთოს განაცხადი, რათა მოიპოვოს სპეციალური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესებულების სახით საქმიანობის ნებართვა. განაცხადი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა Avanti უკვე მუშაობს რვა პროდუქტზე, რომლებიც ამჟამად ამერიკულ ბაზარზე მიუწვდომელია. მათგან ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ერთი – კასტოდიალური სერვისი security-ტოკენებისთვის.

როგორც კეიტლინ ლონგმა აღნიშნა, რადგან აშშ-ს კანონმხდებლობის თანახმად სამეურვეო კომპანიებს არ შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების ფლობის სერვისების შეთავაზება, Avanti-ს მოქმედება იდეალურად შეავსებს ამ ჩავარდნას.

Avanti აგრეთვე თანამშრომლობს კომპანია Blockstream-თან, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც იმ აპლიკაციების, პროგრამულ-აპარატული უზრუნველყოფის მომწოდებელი, რომლებიც აუცილებელია ციფრული აქტივების შენახვისთვის.

Blockstream-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბეკმა განაცხადა, რომ კომპანიის Bitcoin-Sidechain Liquid-ის გამოყენებით Avanti შეძლებს შექმნას „ერთიანი ფანჯარა“ ციფრული ვალუტების შესანახად, აგრეთვე შექმნის შესაბამის API-ს – როგორც მრავალი ხელმოწერის სისტემასთან, ისე ტრადიციულ საბანკო ქსელებს შორის სამუშაოდ.

შეგახსენებთ, რომ კეიტლინ ლონგი წარსულში გახლდათ საბანკო ჰოლდინგ Morgan Stanley-ს დირექტორი და სტარტაპ Symbiont-ის ხელმძღვანელი. იგი ასევე იყო ციფრული აქტივების შესახებ არსებული რევოლუციური კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button