![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/Coinbase-წაშლის-DApp-ბრაუზერს-მობილური-საფულიდან-რათა-Apple-ის-პოლიტიკასთან-შესაბამისობაში-მოვიდეს.jpeg?fit=710%2C458&ssl=1)
Coinbase წაშლის DApp-ბრაუზერს მობილური საფულიდან, რათა Apple-ის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეს
Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა შესაძლოა წაშალოს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) ნახვის ფუნქცია მობილურ კრიპტოსავალუტო საფულეში. კომპანიაში ამ გადაწყვეტილებას ხსნიან აუცილებლობით – „შეესაბამებოდეს App Store-ის პოლიტიკას“.
![image.png](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/image.thumb_.png.764808f1aa58ec68422434a304801435.png?w=780&ssl=1)
მომხმარებლები კვლავინდებურად შეძლებენ მიიღონ წვდომა Dapp-ებზე Coinbase-ის საფულედან დესკტოპ მოწყობილობებზე WalletLink სერვისის მეშვეობით.
Reddit-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე კომენტარებში Coinbase-ის გენერალურმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა ივარაუდა, რომ „Apple, როგორც ჩანს, გამორიცხავს Dapp-ების გამოყენებას App Store-ში“.
„თუკი Apple-ის მომხმარებლებს სურთ ჰქონდეთ Dapps-ის გამოყენების შესაძლებლობა, ჩვენ ალბათ ვალდებულნი ვართ კომპანიას რაიმე ფორმით ვაცნობოთ ამ მოთხოვნის შესახებ“ – განაცხადა მან.
არმსტრონგმა დაამატა, რომ Dapp-ების უამრავ შემქმნელ პირს მილიონობით დოლარი აქვთ თავიანთ ფინანსურ აპლიკაციებში, რომელთაც მობილურ მოწყობილობებში მეტად ვეღარ გამოიყენებენ მარკეტის პოლიტიკის გამო.
ძველად Google-მაც წაშალა Ethereum-საფულე MetaMask Android-ისთვის განკუთვნილი აპლიკაციების მარკეტიდან.