ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობამ სექტემბერში 169 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

კრიპტოსავალუტო ბირჟებზე სექტემბერში სავაჭრო ბრუნვის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 169 მლრდ აშშ დოლარზე მეტი, გვაცნობებს გამომცემლობა The Block.

The Block-ის ანალიტიკოსები ითვალისწინებენ იმ 24 ბირჟის ვაჭრობის მოცულობას, რომელთა სავაჭრო ბრუნვა აღიარებულ იქნა სრულებით ან დიდწილად რეალურად. ამ კრიტერიუმის მიხედვით ინდექსში ვერ მოხვდა ბევრი ცნობილი პლატფორმა, მათ შორის Huobi, OKEx, Bithumb, Upbit, KuCoin და Coinfloor.

სექტემბერი აღმოჩნდა ვაჭრობის მოცულობის სიდიდის მხრივ მეორე თვე 2020 წელს, იგი მხოლოდ აგვისტოს მაჩვენებელს ჩამორჩება.

უდიდესი სავაჭრო ბრუნვის მქონე ბირჟად კვლავ რჩება Binance, რომლის მაჩვენებელმა სექტემბერში შეადგინა 113 მლრდ აშშ დოლარი, ე.ი. საერთო მოცულობის 66.8%.

მას მოსდევს Coinbase 8%-იანი წილით და LMAX Digital – 5,7 პროცენტით.

შეგახსენებთ, დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობამ სექტემბერში 23 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button