
Binance-მა თანხმობა მიიღო Stablecoin BUSD-ზე ნიუ-იორკის მარეგულირებელი ორგანოებისგან
პოპულარულმა კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-მა ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების მართვისგან მიიღო თანხმობა Stablecoin Binance USD-ზე (BUSD), რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული.
BUSD-ის გაშვება განხორციელდა სექტემბერში კომპანია Paxos-ის მხარდაჭერით, რომელიც პასუხისმგებელია ფიატური რეზერვების შენახვასა და Stablecoin-ის ემისიაზე. ამჟამად Binance USD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 17.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და CoinMarketCap-ის რეიტინგში 151-ე ადგილი უკავია.

Binance-მა აგრეთვე აამოქმედა უვადო კონტრაქტები XRP ტოკენებზე USD-სთან წყვილში. ამის ფონზე კომპანია Ripple-ის აქტივების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა:

წყარო: CoinMarketCap
ამ ყველფრის პარალელურად Binance-მა დააანონსა რამდენიმე სავაჭრო წყვილის დელისტინგი Stablecoin USD Coin-ით. ALGO/USDC, FTM/USDC, ONT/USDC, XLM/USDC, USDS/USDC წყვილები ჩამოიწერა 7 იანვარს, თუმცა აქტივები ხელმისაწვდომი იქნება სხვა მონეტებთან ვაჭრობისთვის.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Binance-მა Ethereum-ის ფიუჩერსების მაქსიმალური ბერკეტი 75x-მდე გაზარდა.