![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/Ethereum-მაინერების-საკომისიოსგან-შემოსავალმა-ბლოკზე-ჯილდოს-გადააჭარბა..jpeg?fit=800%2C465&ssl=1)
Ethereum-მაინერების საკომისიოსგან შემოსავალმა ბლოკზე ჯილდოს გადააჭარბა
გასულ თვეში ტრანზაქციის დამუშავების საფასურმა Ethereum-მაინერებს უფრო მაღალი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე მოპოვებულ ბლოკზე ჯილდომ. ეს მოხდა კრიპტოვალუტის არსებობის ისტორიაში პირველად – წერს The Block.
სექტემბერში Ethereum-მაინერებმა საკომისიოებზე გამოიმუშავეს 172 მლნ აშშ დოლარი, ბლოკზე ჯილდომ კი 150 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამური შემოსავალი 320 მლნ აშშ დოლარზე მეტი აღმოჩნდა – შესაბამისად, გაიზარდა 53.4%-ით აგვისტოსთან შედარებით: ეს მაჩვენებელი ხსენებულ თვეში დაახლოებით 285 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
ამგვარი მაჩვენებლები აიხსნება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორში აქტივობით, რამაც საკომისიოს ზრდის პროვოცირება გამოიწვია.
შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში საკომისიოს საშუალო მოცულობა Ethereum-ის ქსელში გაიზარდა 15$-ს ზემოთ, თუმცა თვის ბოლოს ეს მაჩვენებელი 2.23$-მდე ჩამოვიდა.