ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ბირჟების ვებ-ტრაფიკი სექტემბერში 14%-ზე მეტად შემცირდა

სექტემბერში კრიპტო ბირჟებზე ვიზიტები 14,6%-ით შემცირდა აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია The Block-ის ანგარიშში. 

ზაფხულის ბოლო თვეში ბირჟების ვებ-ტრაფიკის წლიური მაქსიმუმი დაფიქსირდა – 144.3 მლნ მონახულება. სექტემბერში ამ მაჩვენებელმა 123.2 მლნ შეადგინა. 

image.jpeg

ბირჟების ვებ-ტრაფიკი თვეების მიხედვით. წყარო: The Block. 

მიუხედავად ვიზიტების რიცხვის შემცირებისა, სექტემბერი მეორე ადგილზეა ბირჟების ვებ-ტრაფიკის მაჩვენებლით 2020 წელს. 

სექტემბერში ვიზიტების ყველაზე დიდი რიცხვი მოდიოდა Binance-ზე – 35.6 მლნ ანუ საერთო მაჩვენებლის 28.9%. Coinbase-ის ვებ-ტრაფიკმა შეადგინა 19.2% (23.7 მლნ), OKEx – 5.1% ანუ 6.3 მლნ ვიზიტი. აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით BitMEX-ის მაჩვენებელია 4.4% ანუ  5.4 მლნ ვიზიტი. 

image.jpeg

ბირჟების წილი საერთო ვებ-ტრაფიკში პროცენტებით. წყარო: The Block. 

შეგახსენებთ, სპოტ-ბირჟებზე სავაჭრო ბრუნვის მხრივაც სექტემბერი ჩამორჩება აგვისტოს – 169 მლრდ აშშ დოლარი აგვისტოს 191.2 მლრდ აშშ დოლარის წინააღმდეგ. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button