სმარტფონებიტექნოლოგია

Samsung Mobile View: კონტენტის ყურება სმარტფონიდან ტელევიზორში

სამხრეთკორეული კომპანია Samsung-ი, რესურს LetsGoDigital-ის ინფორმაციით, არეგისტრირებს ორ ახალ სავაჭრო მარკას – Samsung Mobile View და Samsung My Album. 

ამ ახალი სავაჭრო ნიშნების სარეგისტრაციო განაცხადები რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში  (European Union Intellectual Property Office, EUIPO). 

აღნიშნულია, რომ ორივე სავაჭრო მარკა გამოყენებული იქნება დიდ სატელევიზიო ეკრანზე სმარტფონისგან მულტიმედიური კონტენტის გამოსახვის ახალ საშუალებებთან მიმართებაში.  

image.jpeg

კერძოდ, სისტემა Samsung Mobile View გაზრდის ტელევიზორში სხვადასხვა სახის მასალის ყურების კომფორტის დონეს, იქნება ეს ტექსტი, ფოტოები, ვიდეოები თუ სხვადასხვა სახის მონაცემი. 

სავაჭრო ნიშანი Samsung My Album, დამკვირვებლების აზრით, გულისხმობს ახალი ფოტოალბომის სწრაფ დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს გადაღებების ორგანიზებას და მოსახერხებელი სახით აღბეჭდავს მას ტელევიზორის ეკრანზე. 

ორივე სავაჭრო ნიშნის აღწერაში ნათქვამია, რომ ისინი გამოყენებული იქნება ტელევიზორებში, სმარტფონებში, პლანშეტებში, ლეპტოპებში, სმარტ საათებსა და სმარტ სათვალეებში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button