კომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

VR-სათვალე Huawei Glass 19 დეკემბრიდან გაიყიდება – 1058 PPI, გაფართოება 3200 х 1600 პიქსელი

23 ოქტომბერს Huawei-მ ოფიციალურად წარადგინა სათვალე Huawei VR Glass. იგი მხოლოდ 166 გრამს იწონის და ლინზების სისქე დაახლოებით 26.6 მმ-ია. VR-სათვალეში გამოყენებულია ოპტიკური სისტემა ულტრამოკლე ფოკუსით, აგრეთვე სამსაფეხურიანი პერისკოპული ლინზები და 5-პიქსელიანი მაღალი სიზუსტის კალიბრაცია. 

image.jpeg

სათვალის 0-დან 700 გრადუსამდე რეგულირება და მორგება შესაძლებელია მათთვისაც, ვისაც მიოპია (ახლომხედველობა) აწუხებს. ამასთან, სათვალე აღჭურვილია სასუნთქი ნიღაბით, რაც მას გამოყენებისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის. 

VR Glass-ის ეკრანის გაფართოება 3200 х 1600 პიქსელია, პიქსელების სიმჭიდროვე კი – 1058 PPI, თვალთახედვის კუთხე – 90 გრადუსი, კადრის განახლების სიხშირე კი – 70/90 ჰც. სათვალეს ასევე აქვს მოცულობითი ხმის მხარდაჭერა, IMAX ეკრანის რეჟიმი და მობილური ტელეფონის VR-ეკრანის რეჟიმი. Huawei-ს VR-სათვალის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 30 ათასსაათიანი VR-ვიდეოები, ასზე მეტი Mobile VR თამაში და ათასობით კომპიუტერული VR-თამაში. 

image.jpeg
image.jpeg

Huawei VR Glass ბაზარზე გამოვა 19 დეკემბერს და გაიყიდება დაახლოებით 430 აშშ დოლარად. 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button