ზღაპარი
- ზღაპარი
იის ამბავი
გაზაფხული იყო. სიცოცხლის მომცემს მზეს ათასფერად აეყვავებინა დედამიწა. ათასფერი ყვავილი ეგებებოდა გაზაფხულს; იაც გაშლილიყო და თრთოლვით, კანკალით მოელოდა ყოველს დღეს. იას ძალიან ეშინოდა, არ ვიცი კი, რა აშინებდა: მოკლე სიცოცხლე თუ სხვა რამე. ქარი დაჰბერავდა თუ წვიმის ნამები წამოვიდოდნენ ღაპაღუპიტ, იას გული უსკდებოდა, ია მალ-მალ ამოეფარებოდა ბუერისა და ძირხვენის ფოლთებს, რომ თავი აერიდა მზის დამწველ სხივებისთვის და არ დასცვივნოდა ფოთლები. სიცივის დროს შეიხრიდა ფოტლებს, თითქოს გულხელი დაუკრებია, რომ სიცივე არ შეჰხებიყო იმის ნაზს მკერდს და არ დაეზრო. იის გარშემო ბევრი ყვავილი და ბალახი იყო ამოსული. ათასგვარი ჭია და მწერი დაძვრებოდა იმის ახლოს. ბეზი, კრაზანა, კელა, ბაურა, პეპელა-ათასობით მოდიოდნენ და ასხდებოდნენ და იას. ყველა ამათ ისა სურდათ, რომ ამოეწუწნათ გულიდან, რაც კი სიცოცხლე და სურნელება ებადა იას. გულს უკლავდა იას იმათი ასეთი შეუბრალებლობა, მაგრამ რა ექნა! ია დიდხანს იყო მარტოდმარტო. თავის გულის წადილს ვერავის უზიარებდა. მხოლოდ ნიავი თუ წაიღებდა იმის კვნესას და მოჰფენდა ყვავილთ სამეფოში. ესმა მინდორთ დედოფალს იის სევდა, მისი კვნესას და მოჰფენდა ყვავილთ სამეფოში. ესმა მინდორთ დედოფალს იის სევდა, მისი ნაღველი, მისი სიმართოვე, შეებრალა და გამოუგზავნა მეგობრად პატარა ყვავილი-კესანე. კესანე ტურფა რამ იყო. მინდორთ დედოფლისაგან მიცემული ცისფერი აბრეშუმის კაბა ზედ აკვდებოდა. ყველას ჰშურდა იმისი სიტურფე, ყველას ენატრებოდა კესანეს სინაზე, იას გარდა: იას ხუთი სოსანი აბრეშუმის კაბა ეცვა და ყელზე მარგალიტის ღარადე ჰქონდა შემოვლებული. კესანე და ია ტკბილი მეზობლები იყვნენ. დაჰბერავდა ნიავი და მიახლიდა მეგობრებს ერთმანეც. ისინიც გადაიჭდევდნენ ყელზე ყელს და სტკბებოდნენ სიყვარულით; მოჰყვებოდნენ ტკბილად ჭუკჭუკს, მაგრამ კაცის ყური კი ძალია ძვირად გაიგონებდა ამათ ლაპარაკს. იამ შენიშნა, რომ იმის ახლოს ხშირა მოფრინდება ხოლმე ერთი ჩიტი და ბუზებს იწერს. იამ ეს ამბავი კესანეს შეატყოვბინა. – მეშინიანო, – უთხრა მეგობარს: რომ იმ ორფეხა ცხოველმა არაფერი მავნოს; სულ ჩემს ახლოს დაფრინავსო. – ნუ გეშინიან, ჩემო ტერფა, შენტან რო ბუზებია, იმათ იჭერს!კიდეც უნდა გვიხაროდეს, რომ მაგ სისხლისმსმელებს გვაცლიან; იმათ ჩვენგან სხვა არაფერი არა ჰსურტ! – მე კი გული რაღაც უბედურებას მიქადის, – სთქვა იამ: ეგ ან გამჭყლეტს და ან ერთ რასმე დამმართებს! – რა მშიშარა ხარ! – უთხრა კესანემ იას, როდესაც ბუზისაგან შეშინებული ია კანკალით მიეკრა კესანს, – ძალიან ძვირად თუ გიღირს სიცოცხლე! იას ტყუილად არ ეშინოდა. იმის ახლო ათასნაირი ბუზი ირეოდა. ბუზებზე ჩიტები ნადირობდნენ და ჩიტებზე ალალი. ია ირგვლივ მარტო ერთმანეთის ჭამა-გლეჯას ჰხედავდა; ვინც ვის მოერეოდა, ჰკლავდა და სჭამდა.…
Read More » - ზღაპარი
თავგაუტეხელი კაცი
ერთი მოხუცებული კაცი ვენახს რწყავდა თან ღვინოს შეექცეოდა. აიღო სავსე ჩარექა, ცერი ყურში გაუყარა და თავისი თავი ასე დალოცა: ღმერთო,…
Read More » - ზღაპარი
მზეთუნახავი ქალი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მზეთუნახავი ქალი, რომელიც მზეს ეუბნებოდა: შენ ჩადი, მე ამოვალო. ამ ქალის ვინაობა დედამიწის…
Read More » - ზღაპარი
სოლომონ დემურხანაშვილი – მელია წვრილას ფათერაკები
ერთ უდაბურ ტყეში სოროა და იმ სოროში ცხოვრობს ერთი ბებერი მელია წვრილა. იმ მელიას სიჯეილეში იმდენი რამ გადახდენია თავს, იმდენი,…
Read More » - ზღაპარი
ნახევარქათმის ამბავი
ერთი ნახევარქათამი და ერთი მელია დაძმობბილდნენ. წავიდნენ გზასა. მელიამ გზაზე ნახევარქათამი გააჯავრა. ნახევარქათამმა უთხრა მელიას: – მელია, სუ, თორემ ჩაგყლაპავო. მელიამ გაიცინა და უთხრა: – ჩამყლაპეო. გააღო პირი…
Read More » - ზღაპარი
მელია და მწყერჩიტა
მშიერმა მელიამ ლეშს მიაგნო და ღონივრად მიაძღა. გაუჭირდა მონელება. შეეხვეწა მწყერჩიტას: მეზობელო, ოღონდ კი ეს საჭმელი მომანელებინე და, თავი არ…
Read More » - ზღაპარი
მელია
მელია ქალაქში დასუნსულებდა და ერთ სამღებროში ჩავარდა. რომ ამოვიდა დაიხედა ტანზე და თქვა: �ჰო, ეს რა კაი ფერი მადევს ახლაო�.…
Read More » - ზღაპარი
ლომი და მელია
ლომი ძლიერ ავად გამხდარიყო და უძრავად იწვა თავის ბუნაგში. მიდიოდნენ მის სანახავად სხვადასხვა მხეცები. ხელცარიელი არავინ მიდიოდა ავადმყოფთან, მოჰქონდათ ხილი და ბოსტნეული, ხორცი და კაკალი… ყველა თავისი წესისამებრ ცდილობდა ავადმყოფის მვლასა და გამხიარულებას. თხუნელებმა ტყიდან ხის ნაფოტები მოიტანეს და ლომის ბუნაგში ბუხარი ააგიზგიზეს. მგელმა სამზარეულოს მიაშურა და ისეთი დედალი მოუხარშა თავის ბატონს, რომ ნერწყვისაგან სული ეხუთებოდა. არც ბუთა ოჯახი დარჩენილან ვალში ბატონს, მათ ბალახისა დ ბოსტნეულისაგან შინაური წამალი მოუმზადეს. ტყის მმღერალმა გუნდმა ავადმმყოფ ბატონს თავის ოსტატობა უჩვენეს. თავს ევლებოდნენ და უვლიდნენ თავიანთ ბატონს. ხოლოდ მელია არსად ჩანდა და ყველა კითხულოდა: – ნეტავ სად არის დღეს მელია, რომ არსად ჩანსო? მგელმა ყველას გასაგონად თქვა: – როცასაერთო მოლხენა და ქეიფია, მელა ხომ არასდროს არ დააკლდება და დღეს რაღად მოვა; იცის, რომ გამოსარჩენს ვერაფერს გამოელისო. ლომმა ძალიან იწყინა მელიის ასეთი უყურადღებობა. მხეცები გვიან ღამით დაიშალნენ. – შენ რატომ აარ ინახულე ჩვენი ავადმყოფი ბატონი? — ჰკითხა თხუნელამ მელას. პასუხად მელამ განაწყენებული სტუმარი შინ შეიპატიჟა და სუფრა გაუმართა. შუა ქეიფში თხუნელამ მელას მგლის ნათქვამი გადასცა.…
Read More » - ზღაპარი
კურდღელი, მელა და მგელი
იყო ერთი კურდღელი. ერთხელ წავიდა და მუხის ქვეშ დაწვა. მუხაზე ყვავი შემოჯდა და რკო ჩამოაგდო. რკო კურდღელს თავზე დაეცა. ეგონა,…
Read More » - ზღაპარი
კუდიანი დედაბერი და ოქროსთმიანი ბიჭი
იყო ერთი გლეხი და ჰყავდა პატარა ვაჟი. ერთხელ, როცა გლეხი ყანაში მიდიოდა, პატარა ბიჭიც გაედევნა. ბევრი უშალა მამამ, ნუ მოდიხარო,…
Read More »