გართობასურათები

Антонов Ан-225 Мрія – ყველაზე მასიური თვითმფრინავი

Антонов Ан-225 Мрія დღესდღეობით გახლავთ ყველაზე დიდი და ყველაზე მძიმე თვითმფრინავი. მას ასევე გააჩნია ტვირთის ყველაზე დიდი მოცულობა. თვითმფრინავი 80-იანების ბოლოს ააგეს უკრაინის დედაქალაქ კიევში და იმ მომენტში ნებისმიერ კონკურენტს მინიმუმ ორჯერ აღემატებოდა. მისი სიგრძეა 84 მ, სიმაღლე – 18 მ, ტვირთის მოცულობა – 250 ტონა. ცარიელი წონა – 285 ტონა, დატვირთულისა – მაქსიმუმ 640 ტონა.

თვითმფრინავი 1988 წელს აიგო და მისი გამოცდაც მალევე მოხდა. თავდაპირველი ჩანაფიქრით, ის რაკეტა-მატარებელი უნდა ყოფილიყო საბჭოთა კოსმოსური პროგრამებისთვის. აღჭურვილია 6 ტურბორეაქტიული ტურბინით. მაქსიმალური სიჩქარეა 850 კმ/სთ, საშუალო სიჩქარე კი – 800 კმ/სთ. სავსე ავზით შეუძლია 15,400 კმ დაფაროს, სავსე ტვირთით – 4000 კმ. მგზავრებისთვის 88 ადგილია, ეკიპაჟისთვის – 7. Ан-225 სულ ერთ ეგზემპლარად დამზადდა, ანუ ამჟამად მხოლოდ ერთი მოქმედი AN-225 არსებობს, რომელიც უკრაინის ავიახაზებს ეკუთვნის.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button