პოეზია

შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი: ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება

სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდად გიღალატებს, – გაჰკვეთს, რასცა დაესობის, –
მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,
სიყვარული მეტის-მეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა.
დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა,
იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!”, აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.

“მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს!
თუ არ ვუთხრა, რაგვარ გავძლო! ცეცხლი უფრო გამიხშირდეს.
ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს;
მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს?!”

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button