
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – არგონავტები ახალი დროის
ახალი დროის არგონავტები
მიეშურებით კოლხიდის მხარეს,
ოქროვ, შენ მაინც არ ათავდები
თუ სხვა გრძნობები მიაქვს სამარეს.
ვით ძველი დროის არგონავტები,
ვით ძველი დროის არგონავტები,
მიეშურებით კოლხიდის მხარეს –
ახმაურებით და აზავთებით.
თქვენ არ გაშინებთ ზვირთების ლავა,
დაბრკოლებანი გარემოისა,
თქვენი ოცნება ნაპირზე ავა,
არგონავტებო, ახალ დროისა.