პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – წერილები კოშკიდან

როგორ დაგწყევლი, როგორ დაგწყევლი
ჩემს წრფელ ძახილზე თუ ხმა არ გამე,
არ შემიძლია ყოფნა უშენოდ,
არ შემიძლია ვიფიქრო რამე.

შენ რომ იცოდე იჭვის გველები
როგორ მიღრღნიან მე სულსა და გულს,
მე მომეჩვენა, რომ დაღალული
პატივს აღარ სცემს უკვე სიყვარულს?

მე მომეჩვენა, რაკი ავად ვარ,
აღარ გიყვარვარ, სრულიად არა!
მე კი ოცნებამ შენი წამება
გადამიხატა და შემაყვარა!

წამების შვილო! მიყვარს მე შენი
დაღლილი სახე, დაღლილი სული,
რაღაც უსივრცო, მაცოცხლებელი
სულიერ წყაროდ გადაქცეული.

მე ქმნილება ვარ და ნაფერები,
მე შენში ვნახე ის დიდი ძალა,
რომელმაც თვალწინ მთელი წამების
სივრცე და სიღრმე გადამიშალა.

და მე მიყვარდი, და მე ვფიქრობდი:
„იგი? ვუყვარვარ მას ასე ძლიერ!“
მან დამინახა, რომ ავადა ვარ
და სრულებითაც გამიდგა განზე.

მე კი გავქვავდი… მე არ ვიცოდი
რა და ან როგორ, რომ მეპასუხა,
არ არის-მეთქი კაცი ამ ქვეყნად,
არ არის-მეთქი, ვფიქრობდი ასე!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button