განხილვალიტერატურაწიგნები

ბესთსელერი წიგნების სიიდან გაბრიელ გარსია მარკესი “მარტოობოს ასი წელიწადი”

“მარკესი – ავტორი რომელიც წერს ადვილად გასაგებ ენაზე, მაგრამ საკმაოდ რთულ თემებზე.  მკითხველმა რომ ადვილად შეიმეცნოს, გაიგოს და რაც მთავარია წაიკითხოს, ფილოსოფიაც არის და ფსიქოლოგიაც, ყველაფერი პატარ-პატარა დოზებით.
გაბრიელ გარსია მარკესის ბესთსელერი წიგნებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია, რომანი “მარტოობის ასი წელიწადი”. რომანში ჩვენს თვალწინ იშლება ლათინური ამერიკისა და ბურჟუაზიული ცივილიზაციის ისტორია. ამ მოვლენებს ბუენდიების საგვარეულოს ექვსი თაობა მოესწრება….  
ბუენდიების ოჯახის მაგალითზე მარკესი იკვლევს ადამიანის ცნობიერების ევოლუციის ეპოქას, ინდივიდუალიზმის ნიშნით რომ ვითარდებოდა თავისი საწყისებიდან, სადაც იდგა აქტიური და ცნობისმოყვარე რენესანსის ადამიანი, საბოლოო ჯამში განსახიერებული პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას სახეში, ინდივიდისა, რომელიც გახდა მსხვერპლი გაუცხოვების პროცესის, რაც ასე ახასიათებს XX საუკუნეს.
რომანი “მარტოობის ასი წელიწადი” გახდა დამშვიდობება მაკონდოსა და მის ბინადრებთან, მარტოობის თემამ კი, რომელმაც ასეთი შესანიშნავი დასასრული მიიღო, მარკესის შემდგომ ნაწარმოებებში მეორე პლანზე გადაინაცვლა.
გაბრიელ გარსია მარკესის ეს შესანიშნავი რომანი ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა.

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button