მეცნიერება

მეცნიერების მოსაზრება შიმპანზეების მეტყველების უნარის თაობაზე ცრუ აღმოჩნდა

მეცნიერებმა შიმპანზეების სამეტყველო უნარების შესახებ ჩატარებული კვლევა ეჭვქვეშ დააყენეს. მეცნიერთა ერთი გუნდი აცხადებს, რომ კვლევა, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა და ამტკიცებს  შიმპანზეების სამეტყველო უნარებს, წარმოადგენს მკვლევარების გადაჭარბებულ შეფასებებს, რომელსაც საფუძვლად მწირი მტკიცებულებები უდევს.

კვლევის ავტორები, რომელიც ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა, და რომელსაც მედიაშიც დიდი რეზონანსი მოყვა, ირწმუნებოდნენ, რომ შიმპანზეები, რომლებიც სხვა გუნდს უერთდებოდნენ, ხმის ტემბრს იცვლიდნენ რათა ახალი მეწყვილეები ეპოვათ და აღნიშნული დასკვნა გაგებული იქნა როგორც ენის ევოლუციის ახსნის ერთ-ერთი საშუალება.

ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო პირველი მტკიცებულება იმ ფაქტისა, რომ გარდა ადამიანებისა ცხოველებისაც შეუძლიათ ხმის ჟღერადობა, რომელსაც მათი ჯგუფი იყენებს ამა თუ იმ ნივთის გამოსახატად, შეცვალონ ახალი ჟღერადობით, რომელსაც გორილების სხვა ჯგუფი იყენებს იმავე ნივთის გამოსახატად.

გერმანიის პრიმატცენტრის წარმომადგენელმა ჯულია ფიშერმა, ჯეიმს ჰიგამ ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან და Kent’s Brandon Wheeler-ის უნივერსიტეტმა აღნიშნული კვლევის ხელახალი ანალზი მოახდინეს და მისი მეთოდები ეჭვქვეშ დააყენეს. მათ განაცხადს, რომ მკვლევარებმა ვერ შეძლეს, რომ გამოერიცხათ ალტერნატიული შეფასებები.

ფიშერმა განაცხადა, რომ ხელახალი ანალიზის ძირითადი მიგნებები არის ის, რომ შიმპანზეების ხმოვანი სიგნალები არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და გარკვეული ცვლილება მათი ხმის ტემბრში არაფერს ახალს არ გვეუბნება.

“ასე რომ, მხოლოდ ამ მონაცემზე დაყრდნობით ენისევოლუციის შესაახებ პრეტენზიების განცხადება ცოტა არ იყოს თამამი და გადაჭარბებულია,“ – განაცხადა ჰიგამ.

აღნიშნილი კვლევა ეყრდნობოდა იმ შიმპანზეებზე დაკვირვებას, რომლებიც 2010 წელს ჰოლანდიის Safari-ის პარკიდან შოტლანდიაში, ედინბურგის ზოოპარკიში გადაიყვანეს და 3 წლის განმავლობაში იქ ყავდათ. 3 წლის შემდეგ ჰოლანდიელი მაიმუნები ვაშლის დანახვისას გამოსცემდნენ შემდეგი სახის ხმებს –  udh-udh-udh ისევე როგორც შოტლანდიელი შიმპანზეები, თუმცა ჰოლანდიაში ყოფნისას ისინი ვაშლის დანახვისას სხვა ბგერით სიგნალებს eOw-eOw-eOw გამოსცემდნენ.

ალტერნატიული კვლევის ავტორები აცხადებენ , რომ მკვლევარებმა არ გაითვალისწინეს მარტივი ახსნა, რომ ჰოლანდიელ ცხოველებს ვაშლის დანახვა უფრო აღელვებთ ვიდრე შოტლანდიელებს.

წყარო: doctrina.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button