ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს მოუწოდებს შეაფასოს კრიპტოვალუტების შემოსავალი სავაჭრო ბალანსისთვის

IMF მიესალმება უფრო მეტ გამჭვირვალობას კრიპტო მაინინგისგან. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადება მეტად აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დღესდღეობით მაინინგის ოპერაციებში ციფრული ვალუტების მეოთხე უმსხვილესი მომპოვებელია. სწორედ Ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ამ ტიპის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების საკითხი. 

Მედიის განცხადებით IMF-ს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ კრიპტოვალუტებზე ორიენტირებული მსხვილი კომპანიების ლიდერებს, რომლებიც მაინინგ სექტორში საქმიანობენ. მაინერებს მოეთხოვათ მოხსენება გააკეთონ უცხოელებზე, რომლებიც ყიდულობენ კრიპტოვალუტას ადგილობრივი მომპოვებლებისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველო Bitcoin-ის ექსპორტიორია, თუმცა არავინ იცის, რა თანხა შეაქვს ეკონომიკაში ამ საქმიანობას. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ: 

„არსებულ პროგრამებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთან ერთად მუშაობს სხვა საკითხებზეც, მათ შორის სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ კონსულტაციებს ვიძლევით საგარეო სავაჭრო ბალანსის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გასაუმჯობესებლად და აქტიურად ვმსჯელობთ მაინინგის საბუღალტრო აღრიცხვის შესაძლებლობის შესახებ. ” 

საქართველოს სავაჭრო ბალანსმა უნდა ასახოს კრიპტო ექსპორტი და კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში. 

IMF-ის ექსპერტები ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ კრიპტო-მაინინგი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ამიტომ ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ მიმართულებას. ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს გამოავლინოს კრიპტო-მაინინგის რეალური წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში.  

IMF-ის სამმართველოს უფროსის მოადგილე Mercedes Vera-Martin აცხადებს: 

„კრიპტო მაინინგს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები ქვეყნისთვის. თუკი კრიპტოვალუტა დიდი რაოდენობით იყიდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაშინ რატომ არ უნდა იქნას გათვალისწინებული ეს საგარეო სავაჭრო ბალანსში?“ 

Vera-Martin-მა ხაზი გაუსვა, რომ Bitcoin-ის მოპოვებას სჭირდება საქონლის იმპორტი და მიუთითა სპეციალიზებულ აღჭურვილობაზე – როგორიცაა ASIC-ები, აგრეთვე ობიექტების ასაგებ მასალებზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტის მასალები ფიზიკურია, ისინი მხედველობაში მიიღება სავაჭრო ბალანსის ოფიციალურ სტატისტიკაში. ამრიგად, იმპორტის შესახებ ანგარიშგება და ექსპორტის უგულებელყოფა მნიშვნელოვნად ამახინჯებს ზოგად სურათს. 

გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოითვალა ქვეყანაში რეგისტრირებული ციფრული საფულეების რაოდენობა. იმ დროისთვის აღმოჩენილ იქნა 5300 საფულე, რაც 708 000 აშშ დოლარის ეკვივალენტურია. IMF-მა ეროვნულ ბანკს მისცა რეკომენდაცია – განესაზღვრა არარეზიდენტებზე რეგისტრირებული საფულეების რაოდენობა. 

საერთაშორისო ფონდმა აგრეთვე მოამზადა სპეციალური კითხვარი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს ოფიციალურმა დაწესებულებებმა, რათა შეფასდეს ქვეყანაში მოპოვებული და მის საზღვრებს გარეთ გაყიდული Bitcoin-ის საერთო მოცულობა. 

თავის მხრივ, საქართველო არის „სახლი“ მსოფლიოს უმსხვილესი Bitcoin-მაინერის – Bitfury-სთვის. გარკვეულ მომენტში Bitfury-ს წილი შეადგენდა მოპოვებული BTC-ს 15%-ს, თუმცა ეს მაჩვენებელი ამჟამად შემცირებულია. 

2017 წლის მდგომარეობით, საქართველოს ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქცია იყო სპილენძის საბადო (518 მილიონი აშშ დოლარი), ფეროშენადნობი (318 მილიონი აშშ დოლარი), მანქანები (195 მილიონი აშშ დოლარი), ღვინო (172 მილიონი დოლარი) და ოქრო (137 მილიონი აშშ დოლარი).  

კრიპტო მაინინგის საშუალებები საქართველოს ელექტროენერგიის 10%-ზე მეტს მოიხმარს. 

ნოემბრის დასაწყისში Green Energy-ს წარმომადგენელმა დავით ჭაპაშვილმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მოპოვებას საქართველოსთვის მოაქვს წლიური შემოსავალი 0.5 მლრდ დოლარის ოდენობით. მისი თქმით, მაინერები ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მაგალითად, მხოლოდ Bitfury მოიხმარს საქართველოს ელექტროენერგიის 4%-ს, რაც 389,7 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. აგრეთვე არსებობს უამრავი მიკრო-მაინერი, რომლებიც მხედველობაშია მისაღები. ქვეყანაში მოქმედი ყველა მაინერის გათვალისწინებით ჭაპაშვილი აცხადებს: 

„ვფიქრობ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მთლიანის 10%-ზე მეტია. მაინინგი მოიხმარს იმაზე უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე საქართველოში მოქმედი მსხვილი საწარმო დაწესებულებები“. 

საქართველო მაინერებს იზიდავს იაფი ჰიდროელექტროენერგიითა და შეღავათიანი გადასახადებით. ჭაპაშვილის აზრით, საქართველო მხოლოდ ჩინეთსა და ვენესუელას ჩამორჩება მაინინგის სექტორში.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button