პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ფერად-ფერადი

მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე
მახვილს ვფერავდი;
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი
ფერად-ფერადი.

მიყვარს ამ ხმის გაგონება,
რადგან ვერრათი
ვერ წავშალე მოგონება
ფერად-ფერადი.

შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი
ბედისწერამდი,
სად არ დამდევს მისი ჩრდილი
ფერად-ფერადი.

იყოს ისე, როგორც დარჩა
ამიერამდი, –
ჩემთვის ძონძი, შენთვის ფარჩა
ფერად-ფერადი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button