Topკომიქსები

Top 10 სისხლიანი ანიმე

არსებობს ყველა ჟანრის ანიმე: ბლოკბასტერიდან დაწყებული, რომანტიკულით, კომედიურით თუ სპორტულით დასრულებული. მათ შორისა ასევე, საკმაოდ გავრცელებული და პოპულარულია ფსიქოლოგიური ფილმები. მე პირადად, ხშირად მინახავს (და სიამოვნებაც მიმიღია) ფსიქოლოგიური დრამები, ტრაგიკომედიები თუ სხვა. 
     მოგეხსენებათ, საშიშ–ფსიქოპატურ ფილმებში, დიდი დოზით არის ძალადობა, სისხლი, უხამსობა თუ სხვა. მიუხედავად მძიმე სანახავისა, ასეთ ანიმებს არ აკლიათ მაყურებლები და მეტიც, ხშირად, სწორედ ასეთ ფილმებს აქვთ ისეთი ღრმა შინაარსის დატვირთვა, რომ დაკვირვებული ანიმე–მოყვარული მათგან ბევრ რამეს ისწავლის. მიუხედავად სიმძიმისა, გვიყვარს და მოუთმენლად ველოდებით ასეთი ანიმების გამოსვლას. 
    ამ პოსტში, მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი აზრით, ყველაზე სისხლიანი, ულმობელი, საშიში და არ ვიცი კიდევ როგორ ვთქვა, ანიმეები, რომლებიც შეგძრავთ (ან ღიმილს მოგგვრით, თუ თქვენ ფსიქოპატი/სადისტი ბრძანდებით). 

10. Devil May Cry 


“ეშმაკს შეუძლია იტიროს” ანიმე, რომელიც დაფუძნებულია ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად, იგივე სახელწოდების კომპიუტერულ თამაშზე. ვიდეოთამაში გამოუშვა Capcom–მა Playstation2/3–ისთვის, 2007 წელს. 
    შეიძლება ითქვას, რომ ამ ანიმეში არ არის იმდენი სისხლი და ძალადობა, რამდენიც აქ ჩამოთვლილ სხვა ანიმეებში, თუმცა, ვთვლი, იმსახურებს სიაში მოხსენიებას, მითუმეტეს, რომ თამაში, გაცილებით მძაფრსიუჟეტიანია. 
    ეს არის სერიალი, რომელიც მოგვითხრობს, ერთ დემონზე, სახელად – დანტე, რომელიც ბედის ირონიით, დემონებზე მონადირედ მუშაობს. სერიების განმავლობაში, იგი ბევრ დავალებას მიიღებს, უწევს ერთდროულად იყოს გამომძიებელი, მკვლელი, ფსიქოლოგი, მცველი, თუმცა ამის მიუხედავად, მუდამ ფინანსურ კრახს ებრძვის. მას ეხმარებიან ტრიში და ლედი. საკმაოდ საინტერესოა, სქესთაშორის ჩახლართული ინტრიგები. აღსაღნიშნია მსუბუქი იუმორიც, რომელიც მალამოდ ედება, სუსტი ნერვების მქონე მაყურებელს გულზე. ბოლოს და ბოლოს, დანტე გიჟდება პიცასა და ნაყინზე, ამის შემდეგ, რამდენად შეუძლია მას იყოს ბოროტი გმირი?!

 bonus: AMV

9. Blood +

    ერთ–ერთი იმ ანიმეთაგან, რომელიც გამოჩნდა ამერიკაში, Cartoon Network–ის Adult Swim–ზე 2007 წელს და მოიპოვა საკმაოდ დიდი პოპულარობა ვამპირის ანიმეებში. 
    ისტორია მოგვითხრობს, ახალგაზრდა, საშუალო სკოლის მოსწავლე გოგონა საი–ზე, რომელსაც არაფერი ახსოვს თავის წარსულიდან. მისი მეხსიერება გაცოცხლდება მაშინ, როცა მას თავს დაესხმება chiropteran – შეშლილი ვამპირი. მალე ის აღმოაჩენს, რომ კატანა და ჰაჯი, მის განკარგულებაშია, რომ ის რჩეულია ყველა ვამპირის გასანადგურებლად. ასე და ამგვარად, იგი ემზადება დიდი სისხლიანი თავგადასვლებისთვის, რომ ებრძოლოს და დაამარცხოს chiropteran–ების დედოფალი დივა. 
   ეს ანიმე, დიდ სიამოვნებას ჰპირდება ვამპირების მოყვარულებს. მრავლად არის ძალადობა, სისხლიანი სცენები და ყველაფერი, რაც ფსიქოპატებს მოეწონებათ. 

bonus: AMV

8.Claymore


      კლაიმორიც 2007–წლის ანიმეა. ეს არის ისტორია კლერის შესახებ, რომელიც ნახევრად ადამიანია და ნახევრად “იომა”. იომა, ეს არის არსება, რომელიც იკვებება ადამიანის შინაგანი ორგანოებით. კლერი არის წარმომადგენელი გამორჩეული ჯგუფის, კლეიმორების წოდებით, ანუ ვერცხლისთვალიანთა ჯადოქრები, მათ მოსაკლავად კი საკმაოდ დიდი ჯილდოა დაწესებული. ერთხელაც, იომებზე ნადირობის დროს, კლერს მოუხდება რიკის კომპანიონობა, რის შემდეგაც, რიკი მისი მეგზური ხდება მთელი თავგადასავლების განმავლობაში. რიკი აღმოაჩენს, რომ ის ცდილობს შური იძიოს უცნობზე წარსულიდან. 
   ეს ანიმე დატვირთულია ექშენით და ისეთი სცენებით, რაც ნამდვილად უნიკალურს ხდის და მაყურებელს მოთხოვნილებას უტოვებს უყუროს მეტს და მეტს. 

bonus:AMV

7.Monster

     2004 წლის გაზაფხულს, Viz Media–მ გამოუშვა ეს ფსიქოლოგიურ–საშინელებათა ჟანრის ანიმე. შეიძლება ის არ არის ისეთი სისხლიანი როგორც აქ ხსენებულნი, მაგრამ ეჭვი არ არის, ესაა საოცრად შემაშფოთებელი და მძაფრსიუჟეტიანი ფილმი.      ისტორია მოგვითხრობს, დოქტორ ტენმას შესახებ, სპეციალისტისა, რომელმაც ერთხელ, სიკვდილისგან იხსნა ბიჭი, სახელად იოჰანი. ათი წლის შემდეგ, როდესაც ექსპერტ–ნეიროქირურგი ტენმა სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება ბოროტმოქმედებს, ჯანკერებს. და როდესაც ერთხელაც იუნკერებსაც უნდა დაეხმაროს, იგი ერთი–ერთ პაციენტზე შეხვდება მის ძველ პაციენტს. იოჰანი დახოცავს დამნაშავეთა ბანდას და გაიქცევა, ექიმი კი იწყებს მოგზაურობას მის მოსაძებნად.      სერიალს გააჩნია ისეთი მძაფრი სიუჟეტი, რომ იძულებულს გხდის არ გამოტოვო არცერთი სერია და მაშინვე უყურო შემდეგს, რადგან პაუზის ან გამოტოვების შემთხვევაში, ისეთი გრძნობა გეუფლება თითქოს რაიმეს კარგავ. დიდი ისტორია, შემაშფოთებელი ნამიოკები, საკმაოდ დიდი დოზით ძალადობა და აი, “მონსტრი” ჩემს სიაშია. 

bonus: AMV

6.Elfen Lied

      შეიძლება გაგაოცოთ და მთელი ანიმეს ყურების განმავლობაში გაწუხებდეთ კითხვა, რა კავშირია სათაურსა და ამ სასტიკ პერფორმანსს შორის. იგი თავიდანვე მძიმედ იწყება, შებოჭილი, ლამაზი ქალის შიშველი სხეული, უცებ ბორკილები იხსნება და დაცვაც იხოცება, ამის შემდეგ კი არანორმალური სიმკაცრით, ჩანს როგორ უმკლავდება გოგონა მთელ რაზმს. ლუსი და ნიუ, ერთი და იგივე არსება განსხვავებული პიროვნებით. ლუსი არის დიკლონიუსი, გენეტიკური მუტანტი, რომელსაც გააჩნია რქები და უხილავი ხელები. ნიუ კი ბავშვური, საყვარელი ადამიანი, მაგრამ ვაი რომ სწორედ ამ საყვარელ გარეგნობაში იმალება მონსტრი. ანიმე გამოირჩევა არა მარტო ამ უბრალო გამოვლინებით, აქ გაცილებით მძიმე დანაშაულებიც შეგიძლია იხილო, როგორიცაა ცხოველებზე ძალადობა, ბავშვების მკვლელობა და ასე შემდეგ. თუ თქვენ სუსტი ნერვები გაქვთ, ან სულ ცოტათი მაინც ხართ ფსიქოლოგიურად ტრამვირებული, ნამდვილად არ გირჩევთ იხილოთ ეს ანიმე, ხოლო ვინც მართლაც რომ სისასტიკეს ეძებთ, ალბათ პირველ ადგილსაც კი იმსახურებს.        უნდა აღვნიშნო, მე პირადად ძალიან მომეწონა ბევრი დეტალი. მაგალითად, ძალიან სასიამოვნოა ანიმეს ოუფენინგი. (ლინკი) ასევე, გამაოცა გუსტავ კლიმტის ნახატების ხილვამ (შეგიძლიათ შედარებები იხილოთ აქ). წარმოუდგენლად ჩანს ასევე, ასეთი სისასტიკის შემდეგ ანიმეში ღრმა მორალულ ფილოსოფიურ ღირებულებათა ძიება, მაგრამ შინაარსი ნამდვილად აქვს. აქ ერთნაირადაა შერწყმული სილამაზე, სისასტიკე, ემოცია, სისხლი და ხელოვნება. 

bonus: AMV

5.Higurashi When They Cry

     2005 წლის გაზაფხულს Geneon–მა გამოუშვა შეიძლება ითქვას ყველაზე სისხლიანი, ფსიქიკისთვის სახიფათო, ძალადობის ეპიკი ანიმე. ეს ისტორია ეხება ახალგაზრდა კეიტს, რომელიც ჩადის ქალაქ ხინამიძეში. 1983–წლის ივნისს, ის ხვდება გოგონების ჯგუფს. ისინი ერთად აღმოაჩნენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიური ფესტივალის დროს, ვიღაც კვდება. ამ საიდუმლოს ამოხსნაში სიკვდილი თავად პოულობს თითოეულს ყოველ კვირაში, კიდევ და კიდევ. ყველა ისტორიის არკაში, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე, სწორედ ამ სტრატეგიის წყალობით, ეს ანიმე ბევრ ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს მაყურებელს და კიდევ ერთხელ ვცდილობ მოგაშოროთ სუსტი ნერვების მქონე მაყურებლები ჩემს პოსტს.     პირადად ჩემი რეაქცია ასეთი იყო: “ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! რა ხდება?! რატომ ვუყურებ?! ო, ღმერთო ჩემო!”

bonus: AMV

4.Berserk


     Berserk–ის პროტოტიპი მანგა, პირველად 1988 წელს გამოჩნდა, ხოლო თვით ამ მანგის წარმოება 1990–დან დაიწყო, ეს ანიმე ყველაზე ძველია და შესაბამისად, გადაღების ხარისხითაც ცოტა ჩამოუვარდება სხვებს, მაგრამ სიუჟეტი და შინაარსი იმდენად ძლიერია, იაპონელმა რეჟისორებმა არ დატოვეს უყურადღებოდ და რამდენიმე წლის შემდეგ, კვლავ აღადგინეს იგი. თავდაპირველად სერიალი იყო, თუმცა 2012 წელს გადაიღეს ახალი ფილმი, რომელიც აერთიანებდა რამდენიმე სერიას, ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, 2013 წლის აგვისტოში გამოვიდა მეორე ნაწილი, მესამე კი სულ ახლახანს, 2014 წლის აპრილში. ყველასათვის საინტერესო და მადის აღმძვრელია გატსის თავგადასავალი. 
     ეჭვი არ მეპარება, შეგაშფოთებთ (შეგაშფოთებთ რას ნიშნავს და.. ) და დაგაინტრიგებთ ცხედრისგან დაბადებული ბავშვის ისტორია, რომელსაც ყველა წყევლად თვლის და ერთადერთი კაპიტნის გარდა, ყველა მის მოკვლას ცდილობს. დაბადებიდან მეომრად გაზრდილ გატს, მთელი ცხოვრება ომი და უბედურება უწევს. მაშინ როდესაც გამოჩნდება გრიფინი, ერთ–ერთი ბანდის მეთაური, შუა საუკუნეების ელიტალური დაქირავებული რაზმიდან და გატსს საკუთარ მეგობრად გაიხდის, კიდევ ერთხელ აგოგმანდება თვითმმოძრავი ქვევრი და თავგადასავალი აქ დაიწყება. ტყუილი, ღალატი, სიხლი, ჯოჯოხეთი.. ჰომ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჯოჯოხეთში, სადაც თქვენი საუკეთესო მეგობარი ღმერთი ხდება და თქვენს სიყვარულს თვალწინ გიუპატიურებთ, თქვენ კი ეშმაკი გიჭერთ კბილებით.. თუ მზად ხართ დაიტვირთოთ ემოციებით და უგულშემატკივროთ ერთ–ერთ ყველაზე სისხლიან ანიმეს, ისღა დამრჩენია მოგილოცოთ პირველად ხილვის ბედნიერება. 

bonus: AMV

3.Hellsing


        შემდეგი პოპულარული ანიმე, სერიიდან: ვამპირები. ჰელსინგი დაიბადა Star–ის არხზე 2003 წელს. ისტორია მოგვითხორბს ალუკარდის შესახებ, ძლიერი ვამპირი, რომელიც სწორედ ვამპირების გამანადგურებელ კომპანიაში “ჰელსინგ” მუშაობს. ცოოტათი წააგავს კიდეც დანტეს. მასაც ორი დამხმარე ჰყავს, უოლტერი და სარა. თუმცა ჰელსინგის მოწინააღმდეგენი გაცილებით ძლიერი ორგანიზაციები, შეშლილი ბანდები და ვამპირებისგან დაჯგუფებული ნამდვილი რაზმები. გიწვევთ ვამპირების წვეულებაზე, მიირთვით ადამიანის, დემონის, სატანის, ვამპირის, მუტანტის, რისიც გენებოთ იმის სისხლი… 

bonus: AMV

2.Akame ga Kill

     მკვლელი აკამე, მისი მანგა პირველად 2010 წელს გაიყიდა, თუმცა ანიმე სულ ახლახანს, 2014 წლის ივნისში გამოვიდა. ისტორია ფოკუსირდება ტაცუმი–ზე, რომელიც ერთ–ერთი სოფლიდან მიემართება ქალაქში, რათა დაიცვას საკუთარი ქვეყანა. იქ კი შეხვდება ორგანიზაციას “night raid”, აქ ბიჭს უწევს გადაწყვიტოს რა არის სამართლიანი და რა არა. საკუთარი თვალით ნახოს ლამაზ ნიღაბს ამოფარებული სადიზმის შედეგები და ბოლოს და ბოლოს შეუერთდეს რევოლუციურ არმიას. 
      ანიმე წინამორბეთან შედარებით, თითქოს არც ისეთი საშიში ჩანს, მაგრამ მე პირადად გაოცებული ვარ შემდეგი ნიუანსებით: პირველ რიგში, საყურადღებოა, ანიმეს ქვიოდეს მეორეხარისხოვანი პერსონაჟის სახელი. ასევე დამატყვევა ინტრიგამ, როგორ შეიძლება მთავარი მოქმედი პირები ასე მალე და მოულოდნელად დაიღუპნონ, ასეთი არსად მინახავს. ამიტომაც დაიმსახურა მკვლელმა აკამემ ჩემი ყურადღება. სერიები ჯერ კიდევ გამოდის და თქვენი სადო–მაზოხისტური სიამოვნება შეგიძლიათ კვირაობით დაცდითაც მიიღოთ. 

bonus: AMV

1. Tokyo Ghoul

        ტოკიოს მონსტრი. 2014 წლის აღმოჩენა! მოგეხსენებათ 10 წელზე მეტია სერიალები Naruto, One piece, Bleach, Fairy tail, Hunter x hunter, არ კარგავენ პირველობას, ტოკიო გულმა კი გამოჩენისთანავე დაიპყრო amdb და არამარტო. იგი რეიტინგებში მესამე ადგილზე აღმოჩნდა და სულ ცოტათი ჩამოუვარდა Naruto–ს და One piece–ს (მე ვთვლი, რომ ასეთი შედარება არ უნდა გაკეთდეს, რადგან სხვადასხვა ჟანრია, თუმცა რადგან მაინც გადაწყვიტეს საერთო რეიტინგი შეედგინათ, one piece-ს პირველობას ნამდვილად ვერ წაართმევს… ჩემი აზრით…)
      “იყო ადამინი თუ იყო მონსტრი”, “რომ იცხოვრო საჭიროა მგელი იყო, მგელზე უფრო მგელი”, “თუ გაგარტყეს და შენ მეორე ლოყა მიუშვირე, შენ მოკვდები”.. მინიშნებები, რომლებიც ცხოვრებისეულ სიძნელეებთან ბრძოლაში ნამდვილ მხეცად გაქცევს. 
      ისტორიის დასაწყისში სცენარი ბანალურად ვითარდება, სულელ ბიჭს შეუყვარდება ლამაზი გოგონა, თუმცა ლამაზი დღის შემდეგ, მტერს… ისეთები ხდება.. ლამაზი გოგონა აღმოჩნდება გული, ანუ არსება, რომელიც ადამიანებით იკვებება. ინციდენტის შემდეგ გული იღუპება, კანეკის კი მის ორგანოებს გადაუნერგავენ, რის შემდეგაც ის ნახევრად ადამიანი და ნახევრად მონსტრი ხდება. გულების სამყაროში ლეგენდები დადის ცალთვალა გულის შესახებ, რომელიც სწორედ კანეკი აღმოჩნდება. მან უნდა გადაწყვიტოს, დარჩეს ადამიანად თუ იყოს ადამიანების მჭამელი. ანიმეს ინტრიგები, შთამბეჭდავია ნებისმიერი მაყურებლისთვის. პირველი სეზონის ბოლო სერია, ყველა კრიტიკოსის აღიარებით საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. მეორე სეზონი 2015 წლის გაზაფხულს გამოდის და მეც თქვენთან ერთად მოუთმენლად ველი. 

bonus: AMV

არ ვიცი რამდენად ითქმის, მაგრამ –  სასიამოვნო სეანსებს გისურვებთ ^^ 

ავტორი: გიორგი ხაბურძანია

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button