იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – ქირმან-შაჰის ძე

ქირმან-შაჰის ძე დია დასნეულდა. მისთვის მრავალნი მკურნალნი შეკრბნეს და ვერა არგეს რა. აბდულ-ჯაფარ წაიყვანეს. ბევრი რამ უწამლა და ღონე ვერა დაიდვა. მერმე მის ყრმის და მამა-დედისა მისისა სახე გასინჯა. მაშინ ეჭვი რამე ჩაიგდო: სახეს სახისა მსგავსება შორევდა. 

გამოიხმო იდუმალ დედა მის ყმისა და უთხრა: თუცა ძისა შენისა სიცოცხლე გინებს, მითხარ, ვისგან გივის? ესე შაჰის ძე არ არის, მე ვსცანო. 

პირველად ბევრი უარი ფიცა, მაგრამ, რა ღონე აღარ იყო, გაუმხილა და უთხრა: ქმარი ესე ჩემი უშვილო იყო და ნათესავი არა ჰყვა. მკვიდრი სხვასა რჩებოდა. ერთი მეწისქვილე ვიხელთე უაზრობისათვის და მისგან არისო. 

აქიმმან რა ყველაყა შეიგნა, მამა-დედას აღარ აჩვენა; საგებელი გამოაცალა, მცირე ჩალა დაუფინა; მაზე დააწვინა, წამალი აღარ უყო. თუ რამ ითხოვის საჭმელად, აგინის და მცირედი ხმიადი მისცის. 

თურე მამის აგებულება ჰქონდა და ძვირფასი წამალი არ იშვნია და ამით მორჩა, და მამა-დედას მთელი მიჰგვარა. 

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button