ასტროლოგიავერძიზოდიაქოთევზებითხის რქაკირჩხიბიკუროლომიმერწყულიმორიელი/ღრიანკალიმშვილდოსანიოჯახისასწორიტყუპები/მარჩბივიქალწულიცხოვრების სტილი

საუკეთესო ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აქტიური

თუ მოგზაურობის, საინტერესო ნაცნობობის, სპორტის და ახალი ჰობის გარეშე ვერ იცხოვრებთ და თუ თქვენი სული გამუდმებით თავგადასავლებს მოითხოვს, მაშინ მერწყულთან საერთო ენას ნამდვილად ნახავთ. თქვენ უნდა დაივიწყოთ ეჭვიანობა, მხარი დაუჭიროთ თქვენი მეუღლის გონივრულ იდეებს და მერწყულთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენთ. ( საუკეთესო ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით )

ფარული

ნდობა, წარმატებული ოჯახური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა – თხის რქა მამაკაცის ნდობის მოპოვება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოგიწევთ. თქვენ უნდა დაარწმუნოთ თხის რქა, თქვენი გრძნობების გულწრფელობაში და სისუფთავეში.

ლიდერი

ძლიერი ხასიათის, დამოუკიდებელი ქალებისთვის საკმაოდ რთული იქნება ლომ მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება – ასეთ კაცს ყოველთვის სურს შეასრულოს ოჯახის უფროსის როლი. მაშინაც კი, თუ ოჯახში ყველა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღება, საბოლოო სიტყვა მხოლოდ მისი იქნება. ლომი არასდროს იქორწინებს ქალზე, რომელიც უგულებელყოფს მის ინტერესებს – თუ თქვენ აპირებთ თქვენი ცხოვრების დაკავშირებას ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთან, იყავით მზად, რომ ყველა მისი ჰობი გახდება თქვენი საერთო.

მზრუნველი

კურო მამაკაცი ყოველთვის ზრუნავს ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე. ამასთან, მას ხშირად ავიწყდება საშინაო საქმეები, ზოგჯერ კი სულ ეზარება ამა თუ იმ საქმის კეთება – ამიტომ, კუროს მეუღლემ მუდმივად უნდა შეახსენოს მას ყოველდღიური მოვალეობები და დაარწმუნოს, რომ ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე. კურო ნამდვილი ოჯახის კაცია, ის ყოველთვის ნათესავებს პირველ ადგილზე დააყენებს.

პედანტი

თუ ოჯახურ ცხოვრებას, სიმშვიდესა და კომფორტს ეძებთ, მაშინ ქალწული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ყველაზე მეტად გამოგადგებათ. ასეთ ქმართან არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ იგი სამსახურის შემდეგ გაფრთხილების გარეშე მივა ბარში მეგობრებთან ერთად და მხოლოდ დილით დაბრუნდება სახლში ან დაივიწყებს რაიმე მნიშვნელოვან თხოვნას. მაგრამ იცოდეთ, რომ ქალწული მამაკაცი ვერ იტანს არეულობას სახლში და არა პუნქტუალურობას – მასთან კამათს ძნელად შეძლებთ, ქალწულები კამათში მხოლოდ მაშინ ერთვებიან, როდესაც ისინი სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ მართლები არიან.

მოუსვენარი

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის ცოლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმყოფებოდეს ცხოვრების “იმავე ტალღაზე”. აუცილებელია მუდმივად მოერგოს მის ცვალებად განწყობას და მხარი დაუჭიროს ახალ იდეებს.

ამაყი

ვერძ კაცთან ქორწინებისას მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენს ურთიერთობებში ხშირად გაუგებრობები გაჩნდება – ამის მიზეზი მისი რთული ხასიათია. ვერძი მამაკაცი ეგოისტი, ამაყი და ჯიუტია – მაშინაც კი, როდესაც ვერძი მიხვდება, რომ ის ცდება, საჭიროდ არ თვლის ბოდიშის მოხდას, არამედ, პირიქით, მთელი თავისი გარეგნობით აჩვენებს, რომ იგი დავაში გამარჯვებული გახლავთ.

წინდახედული

სასწორმა მამაკაცებმა იციან, თუ როგორ უნდა გააკეთონ სწორი დასკვნები სიტუაციიდან გამომდინარე – როდესაც ოჯახში ჩხუბი ხდება, ასეთი კაცი პრობლემას შორეულ ყუთში არ ჩადებს, ის ყოველთვის მზად არის განიხილოს და მოძებნოს ოპტიმალური გადაწყვეტილება. როდესაც ის მუშაობს, უმჯობესია არ შეუშალოთ ხელი.

ტემპერამენტიანი

ბევრ ქალს წყინს, როდესაც მათი მეორენახევრები საბოლოოდ წყვეტენ თავიანთი გრძნობების გამოხატვას მოქმედებებით, ზოგიერთისგან კი მხოლოდ სასიამოვნო სიტყვების მოსმენა შეიძლება, ისიც მხოლოდ დღესასწაულებზე. მორიელ მამაკაცთან ეს არ გემუქრებათ – მორიელებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ემოციური კავშირი. ასეთი კაცები მთელი ოჯახური ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ ურთიერთობაში მუხტი შეინარჩუნონ.

თავქარიანი

თევზი მამაკაცი არ თვლის ქორწინებას, როგორც წმინდა ურღვევ კავშირს, მისთვის ეს უფრო ფორმალობაა. ამიტომ, თუნდაც დაქორწინებული, ის საკუთარ თავს უფლებას აძლევს სხვა ქალებს შეხედოს. იმისთვის, რომ ბედნიერად და დიდხანს იყოთ ერთად, ისეთი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთან როგორიცაა თევზები, მაშინ თქვენ უნდა გახდეთ თქვენი საყვარელი ადამიანის ნამდვილი შთაგონება.

მშვიდი

თუ თქვენი გიყვართ საყვარელ ადამიანთან ერთად ფილმის თბილი პლედის ქვეშ ყურება, მაშინ კირჩხიბ მამაკაცთან აუცილებლად გაერთობით. ის ნამდვილად აფასებს სახლის კომფორტს და არ მოსწონს ხმაურიანი მოვლენები – კირჩხიბი სკეპტიკურად უყურებს ყველანაირ ინოვაციას.

სანდო

მშვილდოსანი მამაკაცი ძალიან აფასებს თავის ოჯახს, ის ყოველთვის იცავს თავის ახლობლებს ყველანაირი პრობლემისგან – ასეთი ადამიანი სერიოზულად ეკიდება ოჯახს. ამიტომ, როგორც წესი, ის იქორწინებს მხოლოდ მაშინ, როცა ასი პროცენტით იქნება დარწმუნებული თავის არჩევანში და უკვე საკმარისად ისარგებლა მარტოხელა ცხოვრების სიამოვნებით.

Source
ჰოროსკოპი.გე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button