
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია ..
არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია,
შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი – არაფერია.
ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველი
ისევ მოვა დანაკარგი… არაფერია.
გაიშლება მწუხარება შეულეველი,
შენის ხელით დანაქარგი… არაფერია.
შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველი
იყოს ჩემი სულის სარკე… არაფერია.
მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია,
მეტი ძებნა… მეტი ბარგი… არაფერია.