ესე

ვეფხისტყაოსანი – როშაქის დახასიათება

– „„ვეფხისტყაოსანში“ მკითხველის ყურადღებას იპყრობენ არა მარტო მთავარი გმირები, არამედ ეპიზოდური პერსონაჟებიც. ეს არცაა გასაკვირი, რადგან გენიალური შოთა არც მათ მხატვრულ სახეებს აკლებს ფერებსა და კოლორიტს. შესაბამისად, ისინიც ცოცხალი და დამაჯერებელი სახეებია. ერთ-ერთი მათგანია როშაქი – ქაჯეთის მეფის ყმა: „როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრის ათისა.“ ის ხშირად მეკობრეობს და ამით აგროვებს სიმდიდრეს: „მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები. შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები.“ როშაქი გამჭრიახი ადამიანიცაა. მან შეიცნო ნესტანში მშვენიერი ქალი: „როშაქ შეატყო ქალობა,“ დაატყვევა და წინდახედულად გადაწყვიტა ქაჯეთის დედოფლისათვის მიერთმია საჩუქრად, იცოდა, რომ დაემალა, ის არ აპატიებდა: „ესე ღმერთსა მისაგვრელად მათად ჩვენთვის მოუცია, მივუტანოთ არმაღანდ, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ – მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია.“ ჩვენ ვხედავთ, რომ ქაჯეთში დიდგვაროვნებიც, ჯარის სარდლებიც მეკობრეობდნენ, ყაჩაღობდნენ, რაც არაბეთსა და ინდოეთში დაუშვებელი იყო. როშაქის სახე სწორედ ამითაა საინტერესო.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button