ლიტერატურამოთხრობა

გურამ რჩეულიშვილი – ალავერდობა

ამ წელს მთელი გაზაფხული იწვიმა; წვიმდა მთელი ზაფხულიც, ხალხი დადიოდა საწვიმრებში და მსუბუქ პალტოებში, ყველა ამინდის გამოსვლასშემოდგომისთვის ელოდა, მაგრამ სექტემბერში უფრო მოუმატა სუსხმა, მხოლოდ საქართველოში პირველად ჩამოსულები დადიოდნენ თეთრ პერანგებშითმებჩამოშლილი, გალუმპულები და თავს ირწმუნებდნენ, რომ აქ გაცილებით კარგი ამინდია, ვიდრე ჩრდილოეთში; ჩამოდიოდნენ რიისკიდან, ოდერისყინულოვან ოკეანეში შერთვის ადგილიდან, და ყვებოდნენ, რომ იქ ხალხი ბანაობს ზღვაში, შავდება, `მაინც რა მშვენიერი ამინდია კავკასიაში~ ამბობდნენ ისინიაღტაცებით. საქართველოში კი სულ წვიმდა და წვიმდა, მაგრამ ასეა ცნობილი, რომ ჩვენთან ყოველთვის კარგი ამინდია და ჩამოსულები, უბრალოდ, არუჯერებდნენ წვიმას.

რაღა შორს წავიდეთ, მეც ვერაფრით ვირწმუნე, როცა თელავში ჩავედი, რომ რთვლების დაწყების წინ ასეთი მოწყენილი, სუსხიანი, უფერო ამინდი დგასკახეთში.

იწვიმა კიდევ სამი დღე; ოცდაშვიდში ალავერდობა იყო. ოცდაექვსში საღამოს გამოიდარა, ნესტიანი მზე გრძელი, გვერდებზე გადატყორცნილი სხივებითმთელი საათი იწვა ღრუბლების თავზე, რომელთა სიმძიმესაც ძლივს უძლებდნენ წყლისაგან გაბერილი მთებიც კი. მზის ჩაშვებასთან ერთად ნაწვიმარ ჰაერშიმკაფიოდ იწყო გამოჩენა კავკასიონის მასივის გასწვრივ მწვანე ფრად გაწოლოლმა მინდორმა. აქამდე დაბლობზე ამაყად წამომდგარი მთები ბინდთან ერთადშეუმჩნევლად წავიდნენ უკან, თითქოს მათ შვენებას სულ სხვა განგება მართავდა, უცნაურად შეერწყა ქედის სწორი კონტური ვაკის უსასრულობას.

წინ გამოდიოდა, იშლებოდა, ფარავდა მთელ გარემოს უსასრულო, ერთ მთლიან სხეულად ქცეული ალაზნის ველი.

ბოლო სხივებმა მიატოვეს კავკასიონის თოვლები და მასთან ერთად ბინდში ჩაფლეს წაბლისფერ-მოწითალო შემოდგომის ტყეც.

ჩავიდა მზე;

დადგა ის წამი, როდესაც სხივიან შუქს შეჩვეული თვალი ვერ ამჩნევს წვრილ, უძლურ მნათობებს. იდგა მთლიანი სიბნელე და წყვდიადში მოჩანდა სადღაცუსასრულო სიღრმიდან მომავალი უმანძილო მინდორი, ის კი არ მოჩანდა, არამედ ინტუიციით ხედავდა მას ადამიანის თვალი და გრძნობდა მის არსებობასკახელი კაცის სხეული. მხოლოდ ღამესავით ვრცელსა და უსასრულოს შეეძლო ამ წყვდიადის ასე შეცნობა.

შეუმჩნევლად, მიპარვით შეეჩვია თვალი სიბნელეს, საიდანაც უცებ უცნაური ძალით ამოხეთქეს ვარსკვლავებმა და მთლიანად დაიპყრეს კახეთის ცა, ამოვარდაპირველი ნიავი, ნამის წვეთივით შეჩერდა ხის ცალკე გამოშვერილ ფოთოლზე, ოდნავ შეარხია ის, დაიყოლია თავისკენ, ის-ის იყო უნდა მიმწყდარიყო მისიარსებობა, რომ ჰაერის ახალი ნაზი ტალღა ჰარმონიულად მიეხმარა თითქმის მიმქრალ პირველ ნიავს და სხვა ფოთლებსაც აგრძნობინა მისი არსებობა.    შეიყუჟნენ შემოდგომის მისუსტებული ფოთლები, მაგრამ ისეთი ალერსიანი, სასიამოვნო იყო გრი¬ლი, უვნებელი ქროლვა დასავლეთის ქარის, რომ თითქმისწინააღმდეგობის გაუწევლად დაჰყვნენ მის ნებას და აშრიალდნენ დიდი ხეები, აშრიალდნენ ცაცხვები, ჩუმად ახმაურდა თელავის ათასწლოვანი ჭადარიც. საიდუმლო, უვნებელი ხმებით ამღერდნენ ცივის ფერდებიდან ალაზნის ჭალებში ჩაშვებული სიმღერები.

ბინდის ჩამოწოლასთან ერთად სევდა მოერია ციხის მაღალი ბურჯის თავზე მჯდარ ადამიანის თვალს, ის ცდილობდა ჩაჰყოლოდა ამ გრძნობას, გარინდებულიყო მარტო ყოფნის ნირვანაში, მაგრამ ბუნება ღამის ამ დროს გაცილებით ძლიერი იყო ყველა ადამიანურ გრძნობაზე; პირველი ფოთლისშრიალივით გაიფანტა ის სევდაც და იმ კაცის სხეული თავისთავად შეერწყა გარემოს ბავშვურ დღესასწაულებრიობას, ის წამით დაუბრუნდა პირველ შემქმნელს, აშრიალდა მასავით, დაილაპარაკა მისი ენით და აივსო სურვილით საკუთარი სიტყვებით მიემართა მისთვის, ამ სურვილმა დაარღვია პირველი ჰარმონია დაშექმნა ახალი, ადამიანის ხმასთან ერთად, რომელიც ჯერ უხმო ვნებით დაიწყო, მერე ბგერაში გამოიხატა და ამღერდა.

იჯდა ბურჯის თავზე მარტო კაცი, ამღერებული ბუნების ძალისგან, მღეროდა ის მის შესახებ, მღეროდა მთლიანად ჩაფლული საკუთარ ბგერებში, მხოლოდამოსუნთქვებს შორის გრძნობდა, რომ სადღაც უცნობ ადგილას შორდებოდა მას და ეს შეგრძნება უცნაურად აკლებდა ბუნებისეულ დიდებას მის ხმას, ხმახდებოდა სევდიანი, უცებ ამოხეთქილი და გაბმული, ზოგჯერ ტირილამდე მისული იმ უმწეობით, რომ მთლიანად არ ესმის ტყის ხმა, ქარის ხმა, ალაზნის ველისშრიალის სურვილი და მარტო ხმა ეძებდა თავის ცალს, თავისნაირს, რომელსაც ეტყოდა ამ საბედისწერო შეუსაბამობის შესახებ.

მიწყდა მისი სიმღერა და ისევ დაიპყრო ყველაფერი ნიავის, ფოთლების, ატეხილი ჭალების ჰარმონიულმა შრიალა მუსიკამ, ბურჯის ძირში მიმალულმაჭრიჭინამ დაიცახცახა, ნელი ნათებით შეერია შალაფას ციცინათელა და საიდანღაც მოვარდნილმა სიამაყემ აავსო ბურჯის თავზე მჯდომის გული, ის, დისჰარმონიისაგან გამოწვეული სევდის მაგივრად, გრძნობდა ახალ, იმავე ადამიანური ძალის შეგნებულ მორევას, რომელიც გამოყოფს მას ამ წყვდიადიდან, მუდმივი შრიალიდან. ჯდომელამ დაიწყო მან ისევ სიმღერა, ახლა ხმებმა კიდევ უფრო მეტი ძალა შემატეს მის სხეულს, წამოაყენეს ფეხზე და აამღერეს მთელიხმით. მღეროდა კაცი თავისი ხმით, შრიალებდა ბუნება თავისი ხმით და მხოლოდ ახლა, შუაღამის ხანს, დამყარდა მთლიანი, უნაპირო დღესასწაული ალაზნისველზე.

მთელი ოცდაშვიდის ღამე იხდიდა თავის დღეობას ჭალიდან გამოვარდნილი გედივით თეთრი ალავერდი.

უცნაური გადასვლა:  `წინანდელმა რელიგიურმა

                               დღესასწაულებმა დაკარგეს თავიანთი

                               პირვანდელი მნიშვნელობა და ახლა

                               იქცნენ ლოთების, უსაქმურების ხანმოკლე

                               შფოთისა და დროსტარების ადგილებად~.

/გაზეთებიდან/

სექტემბრის ბოლოს ალავერდში გამართული ტრადიციული ქრისტიანული დღეობები საშემოდგომო მოსავლის დიდი ნაწილის აღებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ატარებს ის განსაკუთრებით ინტერნაციონალურ ხასიათს, რაც საკმაოდ არაუცხოა საქართველოსთვის. ამ დღეობებზე ღამის სათევად ჩამოდიანდიდოები, თუშები, ლეკები, წოვები, ჩეჩნები კანტიკუნტად, ქისტები დიდი რაოდენობით, მთელი კახეთის გლეხობა, ვისაც კი მოუწვდება ამ ბოლოებამდე, დაყარაჯალელი თათრები, ე.წ. ელი. ელი მეღრეობეთა დაახლოებით მეათედს შეადგენს ყოველთვის, ისინი წარმოუდგენლად ვიწრო ურმებზე, პირამდედატვირთული ბავშვებით, გალავნის ბოლოს ირჩევენ ადგილებს, სვამენ იქვე, ჭამენ და ჩუმად მიდიან, ღამენათევები, თავიანთ სახლებში; სამაგიეროდ, ნაღვინევი, დიდსამკუთხედთავა, უზარმაზარფაფახიანი დიდოები ჩხუბამდე დაძრწიან ურმებს შორის, უსიამოვნების ატეხისთანავე ქისტებს ტოვებენ შუაში დათვითონ გალავნის უკან იმალებიან.

მთელი ღამე ლოცულობენ, ილოცებიან, გალობენ, სვამენ, მღერიან ყოველგვარი წესრიგის გარეშე დარჩენილი მორწმუნენი თუ ურწმუნოები, დროებითშეშინებული ღვთის ძალისაგან. ქალები უმასპინძლდებიან კაცებს, ღამით კიდევ სუფევს რაღაცა ოჯახური, მოქცეული გარკვეულ რიგში. ღამენათევი პატიოსანი, ღვთის, შრომის პატივისმცემელი გლეხობა გათენებამდე აბამს საქონელს ჩარდახიან ურმებში და მზის ამოსვლამდე ტოვებს ტაძრის მიდამოებს.

ღრეობის ადგილას რჩება ღვინო, ჩარდახები საქეიფო და უაზროდ, უოჯახოდ, უინტერესოდ დარჩენილი ნამთვრალევი ხალხი. შიგ შუაგულისაკენ შემოდიანლეკები, ირევიან ყველანი ერთმანეთში, სვამენ ერთად, იყრებიან, ისევ ირევიან, უხერხულად ფრუტუნებენ ჟინზე მოსული ცხენები მთვრალი პატრონებისდანახვაზე. `დილის არაყი შეასვი, დილის არაყი~, ისმის ყოველი მხრიდან.

შეუმჩნევლად ეპარება ღამეს ფერი; ამოდის მზე; დგება დილა უწვიმოდ, სავსე, სიცხიანი ბარაქიანი ყურძნისთვის, ნამდვილი კახური დღე, როცა მზე პირდაპირშუაგულში აჭერს დედამიწას, სწოვს ნამის ნიშანსაც კი ყველაფერ გრილს, ოხშივრისგან მტვრად ორთქლდება მიწა.

უცნაურად, უნიჭო მოჩვენებებივით დაძრწიან გალავნის შიგნით თუ გარეთ დიდ ფაფახებში, თბილ მეცხვარულ ქურქებში გახვეული თუშები, ლეკები კოკროჭინაპატარა კეპებში, მაგარ ბოქსდარტყმული კახელი სოფლის `სტილნები~, კლოში შარვლებით და ცეკვისგან დაღლეტილი ფეხსაცმელებით, გამომწვევად უყურებენუზარმაზარ ქურქებში გამოხვეულ ლანდებს.

მთელ გზებზე ოთხივე მხარეს გაწოლილან ისევ ის ჩარდახიანი ურმები, პატიოსანი, მშრომელი გლეხებით სავსე, მიმავალი ღამისთევის შემდეგ თავიანთისახლებისაკენ, მხოლოდ უსაქმურები, ან აქ საქმისთვის თავის მოსაბმელად დარჩენილები, ან როლიდან უცებვერგამოსულები ვერ ელევიან დღეობისნასუფრალს, ხელს ითბობენ მეზობელი სოფლიდან ღვინის გასაყიდად მოსული ჩარჩები, დიდი რაოდენობით იღვენთება მზეზე წითელი, ჯოხზე წამოცმულიმამლები, ფოჩიანი კამფეტები, ადუღებული ლიმონათი და კოპერატივის საეჭვო წარმოშობის საქონელი. გაუთავებლივ, უაზროდ ჭყიპინებს დაფა-ზურნა, უშედეგოდ ცდილობს თავი მოუყაროს ყველაფერს ერთად. უმუსიკოდ ლოთობენ შუა მზისგულზე კერძო თუშები, არეული ელში, ნახევრად თათრული, ნახევრად ქართული ლაპარაკით ბლუკუნებენ, ილოცებიან, ილანძღებიან, ეს-ეს არის უნდა მიწყდეს, მიიძინოს ღრეობამ, რომ ღამენათევებს უერთდებაგამოძინებული თელაველი დახლიდარებისა და მძღოლების ახალი ნაკადი, განახლებული ძალით იკვებება დოლ-გარმონი, ზურნა, ჭიანური; გვერდიგვერდმიმდგარი რამდენიმე დასტა დამკვრელებისა დაუღალავად აცეკვებს ახლად მოსულებს; ისინი შედიან გალავნის შიგნით, გალავნის უკან და ზოგი, მეტ იშტაზემოსული, საყდარშიაც იწევს. საიდანღაც ჩნდებიან ოთხკუთხმხრებიან კაბებში ნახევრად სოფლელი გოგოები, რომლებსაც არც კი უნახავთ ახლოდან კაციროგორია, აქ კი ცდილობენ, `გამოსულობის~ მიზნით, მიუკარებელ, ოღონდ სასიამოვნოდ გარყვნილად მოაჩვენონ ვინმეს თავი და გოჭებივით დაბორგავენზურნის ქვეშ. სრული დისჰარმონიაა ბიჭისა და გოგოს ცეკვას შორის, რომელიც სადღაც ერთდება და შემდეგ ღვინო თუ მოწოლილი სიცხე ისევა თიშავს მათ. სამაგიეროდ, უაზრობისგან უფრო ხურდება ცეკვის ტრანსი და უმაღლეს წერტილამდე ადის. ეს უზარმაზარი მთვრალი მასა უცნაური არაკავშირით ღრეობსერთად. განაგრძობენ ღამენათევები სმას, ყოველგვარი ხალისის ან ყურადღების გარეშე მოსული მოცეკვავეებისადმი, ცეკვავენ დახლიდარ-შოფრები, სოფლის `სტილნები~ თავისთვის; ერთ მხარეს, გალავნისაკენ პირით, ჩაწყობილია შუაცეცხლანთებული ჩარდახები თუ უჩარდახო საქეიფოები, დატვირთულიხინკლებით, ცხვრის ხორცით, საქონლის თავ-ფეხით, ერთნახადი ალალაით, ორნახადი ჭაჭის არყით, გამოცლილი და სავსე ტიკებით, რომელთა უცნაურადორგანულ დამატებას წარმოადგენენ თბილად ჩაცმული მთიელი ქრისტიანები, მაჰმადიანები, ქურქიანები, მაზარიანები, ამ კილომეტრის სიგრძეზე გაშლილინატურმორტის პარალელურად, ფაფუკმტვრიანი გზის იქით, რომელსაც სულ ორი-სამი მეტრი განი აქვს, სუფევს სწორედ ის თავდავიწყებული მოძრაობა დაფა-ზურნის ქვეშ. ამ ორი მოპირდაპირე მხრიდან საოცარი სისწრაფით მირბი-მორბიან წარმომადგენლები ერთმანეთისკენ და სრული კუთვნილება ხდებიან იმმხარისა, სადაც მივლენ. მატულობს ცეკვა მზესთან ერთად; ორი _ ერთი დიდმხრება, მთლიანად ოთხკუთხედი წვრილი თავით, მეორე, ახალგაზრდაზე უფროხალასი შესახედაობის, ასხლეტილტანიანი მოხუცი დილით დაწყებულ ცეკვა-შეჯიბრს აგრძელებს. გათენებისთანავე გაავსეს შაბაშით მათ ერთი დასტა, ყოველშემოტრიალებაზე _ 25, 50, 100 მანეთიანებით, სამი საათი უკრავდა მათ რიტმში ტაშს გარშემოხვეული ხალხი, მერე რიტმი დაირღვა, გაცივდა ტაში, დაიშალნენოთხკუთხედი მსუქანი ბიჭის და შემართული მოხუცებულის მაყურებლები, ჩუმად გაიპარა დაფა-ზურნაც და სხვაგან დაიწყო დაკვრა. უარესი გახელებითგანაგრძობდა ეს ორი ტრიალს, სრულიად გაოგნებული ყველაფერი იმის უაზრობისგან, რაც გარშემო ხდებოდა; ერთხელ დაძრული ტემპერამენტი, ვნება არნელდება, სინამდვილეში დაუძლურებული ფეხები უფრო მეტი ენერგიის მოწოლასა გრძნობენ საიდანღაც და ტრიალებენ გაუთავებლად, იჩოქებენ, მოწყვეტითეცემიან მუხლისთავებით ქვა-მტვრიან შარაზე, ხტებიან შეკივლებით, შეძახილით ამხნევებენ ერთმანეთს. უცნაური სიცარიელე და იქიდან გამოსული მუდმივიდა უცვლელი ენერგია იგრძნობა ამ თავისთვის მომლხენ ხალხში.

ყბაზე ცალტუჩგაწეულ, სინანულნარევ ირონიასა და სევდას ჰგვრის კაცს ამ ორი უმუსიკო, უმაყურებლო, გახელებული მოცეკვავის დანახვა; გრძნობ, რომ აღარარის ალავერდობა ალავერდობა, გრძნობ, რომ ეს რელიგიური დღეობა მხოლოდ ინერციაა, მისული სასაცილოობამდე. შემზარავ ტრაგიკომედიასა ჰგავსმთლიანად გუშინდელი ლხინის ბოლო, ამას ემატება ისიც, რომ ის, საერთოდ, ისტორიულადაც ბოლო დღეა; ვინ წარმოიდგენდა, რომ ქრისტიანულ საყდარში, ზედ კანკელის ძირას, შეიძლებოდა ოდესმე გდებულიყო თავწაჭრილი მამალი და ცხვრის თავ-ფეხი. მხოლოდ აქა-იქ დაინახავთ კუთხეებში მორცხვად მიყუჟულშავკაბიან მლოცველებს, რომლებიც ღმერთს მხურვალედ სთხოვენ სათხოვარს.

აღარ შველის ალავერდობას აღარაფერი, არც ამ დროისთვის თბილისიდან მოღწეული ექსკურსანტები, გზაზევე დასიცხული, დაღლილები, არც ბრწყინვალედგამოწყობილი აკადემიკოსები, რომლებიც ოდნავი, რელიგიური ღიმილით, პატივისცემით ათვალიერებენ ყველაფერს, ერთი დღით განთავისუფლებულნიხანგრძლივი მეცნიერული შრომისგან, აქეთ წამოსული ეგზოტიკის მისაღებად. განსაკუთრებით უცნაურად, ტირილამდე სასაცილოდ გამოიყურებიან ამ მუქფერებში, თბილად ჩაცმულ ქურქიან მთიელებში რუსი გოგოები, ტურისტის ნიშნებით, დეკოლტეებითა და უსახელოებო კაბებით, მზისგან დამწვარიცხვირებით, რომელთაც, მიუხედავად ასეთი კონტრასტისა თავისი ფორმით, მაინც ვერავინ ამჩნევს.      უეცრად, აქ ჩამოსვლისთანავე, საოცარი სიცხადით, გულისტკენით გრძნობენ აქამდე გახელებით მომავალი, გზაზე მრავალნაწამები დამთვალიერებლები, მომზადებული თვითონაც ღრეობისთვის, რომ სრულიადარაფერი არ აკავშირებთ დამხვდურებთან. აქ მყოფი ხალხი მოსულებისთვის თბილისიდან, რუსეთიდან, თელავიდანაც კი უცებ იქცევა იმავე შავი ბლუზების, ადუღებული ლიმონათის, ქამრების, უნაგირების გაგრძელებად, რაც ასე უხვად მოუტანიათ გასაყიდად და მყიდველებს უმუშტროდ დაუტოვებიათ; თავისმხრივ, `აქაურები~, ალბათ, ჩამოსულებს ჯოხზე წამოცმულ წითელ მამლებზე მეტ ფასს არ აძლევენ, რომლებისკენ მიხედვაც კი აზრად არ მოუვა არც ერთმათგანს.

უცნაური განურჩევლობა, უმიზნო დაუოკებელ ვნებაში შეზრდილი, სუფევს გარეშემო და თითქოს ყველაფერს, როგორც რეჟისორის მთავარ ჩანაფიქრს, ხაზსუსვამს ორი ნაცნობი, ოფლში გაღვრილი მოცეკვავე, დარჩენილი უმუსიკოდ და უმაყურებლოდ. უყურებს მათ მანქანიდან ახლად ჩამომხტარი ჩვენიმოთხრობების გმირი და ცრემლებივით ადგება ყელში, უნდა რაღაც გააკეთოს, შეაჯანჯღაროს რითიმე ეს ხალხი. ის ნელა, უხმოდ უკრავს ტაშს ორ მოცეკვავეს, მერე წყვეტს და ეღიმება, იმდენად უაზროა მისი ეს ცდა.

დიდხანს დგას ის ასე, მზეს თავმიშვერილი, უყურებს ამ ორი მოცეკვავის თავშეუკავებელ რიტმს, რომელიც სირბილად, ხტომად არის ქცეული, ესმის მათიშეძახილები და გული ბოღმით ევსება, რომ ასე უყურადღებოდ, უმაყურებლოდ იხარჯება ამდენი ენერგია, სურვილი. უყურებს და უცებ რაღაცა სიცოცხლისმაგვარი, ხალისიანი ესმის საიდანღაც, თითქოს ახლა ფხიზლდება, ეღიმება მთელი პირით, იცინის სულელურად; უცნაური სანახაობა იშლება მის თვალწინ: შავი, მოქეიფე ხალხის გამკვეთად გაწოლილ თეთრ შარაზე ჩამოსულ რუს გოგოებს წრე შეუკრავთ, ტაშს უკრავენ, თვითონვე მღერიან ლეკურს. ორიშიშველმკლავება _ ერთი გოგო, მეორე ქალი _ ხტუნაობით ცეკვავს ლეკურს, იცინიან, ერთობიან მთელი გულით. კამპანიას ახლად შეერთებული კახელი ბიჭიეხმარება ტაშის კვრაში, მერე ბიჭების რიცხვი იზრდება, ვიღაცას დოლ-გარმონი მოჰყავს და რას ხედავს ჩვენი გმირი! _ რამდენიმე ქურქიანი ლეკი, პირდაღებული, წრის ახლოს მდგარი, ჰყვება ტაშის კვრას, ხალხი იწევს მათკენ: აი, აქ იწყება ნამდვილი გართობა და თავდება ყველა დაღლილი, რელიგიურიინერცია, რომელიც, მიუხედავად ურწმუნობისა, თავისდაუნებურად მაინც არსებობს ალავერდის მიწის მკვიდრთა შორის. ისინი ამ უცხო ხალხისგან იგებენთითქოს თავისი აქ მოსვლის ნამდვილ აზრს, მაგრამ ეს წამია გამოფხიზლების, არავის არ უნდა სხვისი გართობის ყურება და ისევ წყდება ყველაფერი.

შუადღეზე ცოცხალ სასაფლაოს ემსგავსება მოქეიფე ალავერდი, მოძრავი გამოთლილი ქვებით სავსეს. თითი-თითო ადიან `სამოსვალში~ რუსები და ტოვებენალავერდს, საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს მიჩვეულ და ერთმანეთისაგან მოწყენილ მეალავერდეებს.

არავითარ გაუგებრობას არა აქვს ადგილი ამდენ მთვრალ ხალხში, არავინ არ ჩხუბობს, არავინ არ ატრიალებს წელზე ჩამოკიდებულ, საცოდავად მივიწყებულხანჯლებს, უბრალო წალაპარაკებაც კი არა ხდება. ისევ და ისევ ირევა უმიზნოდ ერთმანეთში შემოდგომის ბოლო ღვინო, ამოწურული ქვევრებიდან, მცხუნვარემზე და მთვრალი ხალხი.

ძნელია ექსცენტრიული, ბუნებით ეგზოტიკით სავსე შემოქმედისთვის ყველაფერი ამის ყურება; ის სვამს ღვინოს, რომ ხელოვნურად აღიგზნოს ვნებები, დათვრეს სხვებივით, იქნებ მაშინ მაინც დაინახოს ის რაღაცა, რასაც ისინი ხედავენ, იმედიანი, მისი აქეთ წამოსვლის გამამართლებელი. მატულობს მის სხეულშიკახური, ქვევრდაკრული სასმელის სასიამოვნო სითბო, შეუჩერებლივ დადის ხალხში, ედება ყველას, ელაპარაკება, ვერ ასმენს და აღარ ესმის არაფერი. მაგრამგაკეთება, რამის გაკეთება, რაც წამით მაინც შეცვლის რაღაცას, აუცილებელია მისთვის, ის ასე ვერ წავა აქედან! ამ დროს ასეთი ბუნების კაცისგან ყველაფერიმოსალოდნელია, ის ხდება ასეთ წუთებში უცნაურად ეშმაკი და უგუნურებამდე უშიშარი თავისი იდეის განსახორციელებლად. ყველაფერი კარგავს მისთვისმნიშვნელობას, გარდა ერთისა: არტისტულ არენად აქციოს ყველაფერი და მაყურებელი დააინტერესოს ამ წამში ერთი ამბით, ერთი მიზნით,  ერთის ბედით. სწორედ ეს შინაგანი ინსტინქტი არტისტისა, მისცეს ყველას თავის გარშემო ერთი ინტერესი, მიზანი, მთლიანად იპყრობს მას. ის შიგნიდან ცახცახებს, მისიგონება უკვე სავსეა ამ შეგრძნებით, რომელსაც მხოლოდ სჭირდება მოქმედების დაწყება, პირველი აზრი. შემდეგ აქტიორი შედის თავის როლში, გახელებულიხალხი ტაშს უკრავს მას ან ესვრის ათას სიბინძურეს _ ამაზე როლში შესულ მსახიობს უკვე აღარ შეუძლია იფიქროს.

სანადიროდ გამოსული კატუნიას ნაბიჯებით ეპარება გურამი ურმის უკან საუკუნოდ ღვინის სასმელად ჩამჯდარ თუშ-ლეკების ჯგუფს, რომლის შუიდანაცგანუწყვეტლივ ისმის თუშის ბორძიკა ხმა `მა სხვა რა ვქნათა, შავსვათ კიდევ…~.

არ დაუნახავთ მთვრალ პატრონებს, როგორ აუშვა გურამმა მთიულური, მკერდგანიერი ცხენი, რომელიც თითქმის შეუმჩნევლად გაიყვანა ხალხიდან და უბელოსზურგზე მოახტა.

ტარებით მიჰყავს მტვრიანი გზის გასწვრივ მაღლა ტყისკენ, უკანა რჩება ბუბუნი, ხმაური. მითოხარიკობს ცხენზე მჯდომი, დარჩენილი საკუთარ ვნებებთან, რომლებიც უფრო იტენებიან იმ შეხლის ჟინით, როდესაც ის გაჭენებული ცხენით მივარდება ისევ ხალხთან და რაღაც, რაღაც გადამწყვეტი მოხდება… მაგრამამაზე აღარ შეუძლია ფიქრი, ახლა მხოლოდ გრძნობების ასპარეზი რჩება. თავდება მინდორში შემოჭრილი ტყის ბოლო. აქედან აღარ მოჩანს არც ალავერდი, არცხალხი, არაბუნებრივი სიჩუმე დგას ირგვლივ. ტყის პირას პატარა გრილი ფშანი გამოდის, იქვე უხვევს და ბუჩქების სიღრმეში იკარგება. უცნაური გაშეშებაიპყრობს მარტო დარჩენილ მხედარს, ცხენი ცოტა წყალსა სვამს და ყურებდაცქვეტილი დგება მის შუაში. ოდნავი ჩქამიც კი არ ისმის. მთლიანად გამოთიშულიგარემოსაგან, დგას გურამი და ამ სიჩუმეში, არარეალურობისაგან რამდენჯერმე გაძლიერებული, ისმის მთლიანი, დიდებული სიმფონია გაურკვეველისურვილისა _ სად დაიწყო?, სად დამთავრდება?, რა უნდა მოხდეს? არაფერი არ ესმის მსმენელს, ეს არის მუსიკა მთლიანი, ერთიანი, ყველა თავისი ხმით, ნაწილებით, ერთადერთი თავისდაცვაა მისგან არ გაინძრე, არ გაუძალიანდე და უცებ საოცარი სისწრაფით საიდანღაც თოფივით გავარდება ერთი ნოტა, დარჩენილი სიმფონიის გარეშე. იწუვლა კოღომ. მოწყვეტით გავარდა მხედარი სიგრილიდან გახურებული მინდვრისკენ, ფეხდაფეხ აიყოლა ცხენი, ათას ხმებადდაიშალა კოღოს წუილი, აიმტვრა ჩალა, ალაწუნდა გამხმარი შალაფა, რგოლებად დაიყოლა დასიცხული ჰაერი. გახურდა მხედარი, გაუსწორდა წამოწეული ცხენიდა თვალის დახამხამებაში იქცა ერთ სხეულად ორივე.

_ ცხენი აშვებულა, _ ამბობს ურმის უკან საქმეზე გასული თათარი.

_ მაგას ცხენი არა სჯობს, გუშინ დოღი მოიგო, _ პასუხობს მთვრალი თუში და უაზროდ უყურებს ურემზე მიბმულ უცხენოდ დარჩენილ საბელს.

_ ჩემი უნაგირი აქა დევს, _ განაგრძობს თვალიერებას დაელმებული თათარი.

_ ე! ცხენი რა იქნა! – უცებ ყვირის აზრზე მოსული თუში და ხელების ქნევას იწყებს. მის ყვირილზე რამდენიმე კაცი ბანცალით იშლება ადგილიდან, ალბათ, იდეამოსული, რომ ამდენი ლოთობის შემდეგ შეიძლება იჩხუბო კიდეც, როგორც წესია.

_ აგე ხრამზე ჩაუვლია წყლისკენ.

_ ა?!

_ ჩვენ წინ, კაცო, თუშო, ვერ ხედავ ნაფეხურს?

თუში ხედავს.

_ ე!! ცხენი რა იქნა! _ ყვირის უფრო აზრზე მოსული.

უცებ იწყებენ ყველანი გუგუნს, მოძრაობის იშტაზე მოსულები, მუქარას და ის-ის არის უნდა დაიშალონ ცხენის მოსაძებნად თუ მისაძინებლად, რომ ტყისკიდიდან ლარივით გაწოლილ შარაზე გამოვარდება უგონობამდე მისული, სიგიჟედ ქცეული მთიულური ცხენი, უცნობი მხედრით. სიბრაზით და კიდევ სხვავნებით ატაცებული ჯგუფი, ადგილიდან ნაბიჯის დაუძრავად დგას და უყურებს.

მხედარი ვერ არჩევს ამ ჯგუფს, შორიდან მთელი ხალხი გალავნის გაგრძელებასავით მოჩანს, ის მხოლოდ გახელებულ ჭენებას გრძნობს, გრძნობს, რომ თავსვეღარ უჭერს გახურებულ ფაშატს. გიგანტური თეთრი გემივით იზრდება მის წინ ულამაზესი და უდიდესი ტაძართა შორის ალავერდი და მიდის მისკენსაბედისწეროდ, როგორც ზღვაში მოულოდნელად ბურუსიდან გამოსულ მარტოხელა მენავეზე ხომალდი. არავის არ შეუძლია უცებ შეაჩეროს გემი. ვერ უჭერსთავს გურამი ცხენს და იზრდება მის ჩასაყლაპად ალავერდი. ყველაფერი ეს გარედან მაგრად პოეტურია და ამას გრძნობს ის გაორკეცებით შიგნიდან. დამოულოდნელად, ექსტაზის გახელებისას, მის წინ იხლიჩება მინდორი ხრამად და მის კიდეზე ის ერთ მთლიან მასად აღიქვამს ხალხს, გაღებული პირით. საბედისწერო სისწრაფით იკარგება თეთრი ტაძარი.

_ ოოუჰ, – იძახიან ერთხმად ფეხზე წამოვარდნილები, გარინდებულები ერთ ხმად. მათ დაინახეს, როგორ გადაეშვა ბზრიალა ლოდივით ცხენი მხედრიანადხრამში.

_ აუუ ვაჰ, _ ისმის ყოველი მხრიდან ათად გაზრდილი ხმა. _ უვნებელი მხედარი, ამოვარდნილი ხრამიდან, მომატებული ძალით მიაგელვებს ხალხისშუაგულისაკენ ცხენს. მოულოდნელი მრავალფეროვნება სახეებისა საშინელი სისწრაფით გარბის თითქმის ცხენის ფლოქვების ქვევიდან: უშარვლო ბავშვი, ამოვარდნილი ასოთი, ბებერი ცხვირი შაოსანი ქალის, ნაწნავები, განიერი თეძოები ცეკვაშეწყვეტილი გოგოსი, გუდალოყება მეზურნე, გამხმარი მედოლე _ დოლი ხელიდან უვარდება და ბათქანით სკდება ქვაზე. კლდის ქიმივით იზრდება ოთხკუთხი სხეულით თავისი ოჯახის წინ ჩამდგარი სახემოქცეული ლეკისთავი, პრიალებს მის ხელში ხანჯალი, არაჩვეულებრივ სისწრაფეს მატებს ჭენებას ის ორი ნაბიჯი, რომელსაც ის აკეთებს მასზე მეხივით წამოსული ცხენისკენ. გურამი ხედავს, სულ მოიღრიცა ლეკის სახე, გაიზარდა, უცებ კიდევ ოთხჯერ გაიზარდა, ათჯერ, ელვის სისწრაფით გახტა გვერდზე.

_ უუუუჰ, _ იჩუტება მის ქვეშ ცხენი, რომელსაც გაბერილ ფილტვებში გაუყარა ლეკმა ხანჯალი. რამდენიმე წამი გურამი ჰაერშია, ორ მალაყს აკეთებს მიწაზე დაგარბის. მისდევს ლეკი, რომლის ბავშვსაც დაეცა ცხენი, მისდევს თუში, ვისიც იყო ცხენი, მისდევენ მისი ამხანაგები, მისდევენ სხვები, მიჭენავს საკუთარფეხებზე გურამი, საყდრის ეზოში შევარდნილი. ტყე პირდაღებული, დოყლაპია სახეებისა იზრდება მის წინ, მოძრაობენ სახეები, როგორც ცხენიანს ისეეცლებიან გზიდან და უკნიდან მისდევენ. მიწიდან იზრდება მის წინ უცნაურად ფლეგმატური სახე კაუჭცხვირიანი, ყურებამდე გახლეჩილპირიანი თელაველიდახლიდარისა, თავის ძლიერი დარტყმით აგდებს ამ წამისათვის ამ არაჰარმონიულ არსებას, ახტება ზევიდან და გიჟურ იშტაზე მოსული, უცნაური, შეუჩერებელი, გადმოუცემელი ფიქრებით თავში შერბის ტაძარში. საყდრის მდუმარება ყიჟინაზე მეტია, მეორე წუთში მდევართა გუგუნით ივსება გუმბათისთაღი, ყიჟინით მისდევს ლეკი, თუშები, ელი, კახელები. ალავერდის ცნობილი მოხვეული კიბის თავში, ღვთისმშობლის პატარა ხატთან თავაუღებლივლოცულობს მოხუცი ქალი, `იმათზე ილოცე, დედავ, მე თვითონ ავიტან თავს~. უმიზეზო სიხარულის მოწოლით, მხოლოდ ტუჩებით ამბობს გურამი. ოცსაფეხურიან ნათელ კიბეს ოთხი ნახტომით ფარავს და ბნელ მოხვეულ კიბეებში იკარგება. ამ სიბნელეში უცნაურად სავსე, ძლიერად მხიარულია მისი ბუნება, გრძნობს უკან გაბრაზებულ მქშინავ ნაბიჯებს, კიდევ ემატება მის ვნებას ბავშვური ხალისი.

სიმაღლეში ვიწროვდება, დაბლდება კიბის თაღი, წინ სიბნელეა, უკნიდან სინათლეს მქშინავი ლეკის დიდი ბოხოხი ფარავს. გარბის მაღლა მიმავალსაფეხურებზე გურამი, უკნიდან ბოხი, წრიპინა, ჩახრეწილი ხმების მთელი კედელი ხერგავს მის მიერ რაღაც წამების წინ გავლილ გზას.

_ სიუ, სიუ, _ უსტვენს ბიჭური ჟინით და სხვა რაღაცის ვერგამოხატვის გამო დაღლილი მდევრების ჯიბრზე გურამი.

_ თავდება კიბე! Dდავიჭერთ, _ ესმის იმედიანი, ბრაზიანი ნაწყვეტები უკნიდან, ხმები წინ ვარდება ექოდ გვირაბის მარადიულად დაწოლილ ვიწრო სიბნელეშიდა უცებ მის თვალებში იჭრება კახეთის მიწიდან ატყორცნილი მზის სხივების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე _ პატარა სარკმელთან ავარდნილი, მოწყვეტითდგება. აქ წყდება კიბეები და გუმბათის ზღურბლზე გადის. გუმბათი ლიპია, დაქანებული. აქლოშინებული, მხოლოდ ახლა გრძნობს ის ნამდვილ საფრთხეს. ყურთან ესმის ხანჯალმომარჯვებული ლეკის ღვინისოხშივრიანი სუნთქვა.

_ დრ_ბრიდდ, _ ურტყამს ის თუნუქის სახურავს ფეხებს, ეცლება მისი სხეული სარკმელს და შუქის მთელ სიმძლავრეს უშვებს გვირაბში. ლეკის წინ, რომელიცაქამდე სიბნელეში იყო, უცებ თავისუფლდება სხივიანი სარკმელი და იჭრება დაგორებული საგნის ხმა.

_ იუჰჰ! – იძახის ის ხანჯალგაშეშებული. _ დაგორებულააა…! _ ეს გამგმირავი ხმა მეორდება დაუსრულებლივ, კიბეების დაყოლებაზე, დაყოფილი ათას სხვახმებად; ნაბიჯებით, ტყაპუნით გარბიან უკან. შეშინებული ლეკი ხიდან მოწყვეტილი დათვივით ეშვება. მის პატარა ფანტაზიას ჰორიზონტი ეზრდება, ეჩვენება, რომ გამწყრალი, ალავერდის ღმერთისგან გამოგზავნილი თვითონ გიორგი, თეთრ რაშზე მჯდომი, მოსდევს უკან. `ალაჰ!~  _ იძახის ის და იმავე წამში, საფეხურზე ფეხაცდენილი, მიგორავს ქვევით შეშინებული, იმედგაწბილებული მუჰამედის რჯულისაგან, ღაღადითა სთხოვს ჩვენს ღმერთს სირბილ-სირბილ `აი, ქრისტე, შენი ჭირიმე~.

ვიღაცა მოცეკვავემ, რომელმაც მოღერებული სახე მაღლა ასწია, ცეკვა ზედ თითის წვერებზე შეაჩერა და გაირინდა. გუმბათის კარნიზზე წონასწორობისთვისხელგაშლილი მიდის გურამი. ის გაჩერდა და ქვევით, ხალხისკენ დაიწყო ყურება. მაღლა აიხედეს მეზურნეებმაც და დაკვრა შეწყვიტეს. ხალხმა დაინახა ესმოჩვენება. აძგერდნენ ახალგაზრდა გულები გურამის სურვილით, აღელდნენ მოხუცები, ქალები; იმ მლოცველთა სახეებით, რომლებსაც არ ჩაუფიქრებიათ, რაზეუნდა ილოცონ, თვალს ვერ აშორებენ გუმბათს. გავარდა ხმა, რომ კაცი დგას გუმბათის კარნიზზე და ყოველ წამს შეიძლება დაიმსხვრეს, ხმა გავიდა გალავნისგარეთ, მერე ხევს გაღმა და იწყო ხალხმა გალავნის შიგნით დენა.      `ოოუ!~ _ იყვირა გურამმა, ხალხი ისევ ისე უძრავად იდგა, ამ სიმაღლიდან თითქმის ვერაღწევს ხმა ქვევითამდე.

პირველ წუთებში ეფექტი მთლიანი იყო, მას მოეჩვენა, რომ მიაღწია იმ რაღაც სურვილს, რისი სახელიც სიტყვებით აღარც კი ახსოვდა. და იმავე წუთში, ამ მისიმთელი მოქმედების უმაღლეს წერტილზე, სადღაც გაქრა უსაზღვრო ვნებად ქცეული სურვილი. ზედმეტი გრძნობისგან დაცლილ აზროვნებას დაუბრუნდამოულოდნელი სიცხადე და რაღაც განუსაზღვრელად ახლობელი, წონიანი ჩაიღვარა მის გულში. სადღაც ისევ ჩაბერეს ზურნას, მაგრამ მისთვის ყურადღება აღარმიუქცევია.

მან არ იცის კახეთი, ვისაც, ცივ-გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი და მას არ განუცდია იმ დაუოკებელიკახური ვნების სიმძაფრე, ვისაც, თავისი ფეხით ავარდნილს ალავერდის თავზე, გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდეგაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელ ვაზის ხეივნებში.

მთელი ამ ხედვის უზარმაზარ სივრცეში არ არის არც ერთი გოჯი, რომელსაც არ სწყალობდეს შემოქმედის დალოცვა, არ არის არც ერთი წერტილი, სადაცადამიანს, ისტორიის სიღრმიდან დღემდე, მადლობა არ გადაეხადოს მისთვის და არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად თუ სულიერად ძლიერი დაღირსეული რამ. ტყის პირას გაგონილი, დაუწერელი, ერთად მოვარდნილი სიმფონიასავით იღვრება თვალის წინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები და ამეპოქაში ნაშენი ხიდები, სწორი, უგეგმიანესი ალვნებით. ამ გეგმიანობიდან სინათლესავით მოდის შეუჩერებლივ რაღაც ახალი, სიცოცხლისუნარიანი, მისიეგზოტიკისათვის უცნობი ძალა იპყრობს გუმბათის თავზე მდგომის სხეულს: ახალი, შეუცნობლად კანონზომიერი, შეერთებული გრანდიოზულ უსიტყვოშრომასთან. ის ფიქრობს: საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა და პასუხობს: ის თვითონ ჩემშია, ის თვითონ იმ ხალხშია, რომელიც ღრეობს ქვევით, მაგრამჩვენ ორი დღით დავიბენით, რომ ახალი ძალით გვეგრძნო ნამდვილი შემოქმედური სიამოვნება შრომისგან, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არააშენებულით ტკბობაში.

მის ფეხქვეშ დგას ალავერდი, სხვისი გრანდიოზული ვნებისგან შექმნილი, თვითონ კი… გუმბათის თავზე შერჩენილს, ღიმილი ერევა, ისეთ უაზრობად ეჩვენებააქ დგომა იმათ ყურადღების ცენტრში, ის ქვევით იხედება და ღიმილი სიცილად ექცევა _ დაბლა უკვე დაშლილა ხალხი და ის სულ მარტოა აქ, ამ საშიშადგილას, ალვნებში მწყობრად ინთება სინათლეები და ჩამოსულს, მხოლოდ ცხენის მიგდებული, უაღვირო ლეში აგონებს მის უაზრო, გაუმიზნავ, უნაყოფოსურვილს.

სინათლეები კი სულ მატულობს და საოცარი ჰარმონიით ერევა ალაზნის მდუმარე ველს, რომელსაც ის ფეხით მიჰყვება ალვანისაკენ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button