ზღაპარისაბავშვო

ვერცხლისცხვირა – იტალიური ზღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მრეცხავი ქვრივი დედაკაცი. სამი ქალი ჰყავ-და, სამივე დედასავით გამრჯე და მშრომელი იყო. საწყლებს დღე-ღამე გასწო-რებული ჰქონდათ, ლუკმაპური კი მაინც აკლდათ. ერთხელ ქვრივის უფროსმა ქალმა თქვა:
— ამ სახლში ცხოვრებას ეშმაკს ვემსახურო ის მირჩევნიაო.
— ვაიმე, შვილო, ეგ რა თქვი, — წაიჩურჩულა შეშინებულმა ქვრივმა, — ემანდ ეშმაკმა არ გისმინოს და რამე უბედურებას არ გადაეყაროო.
რამდენიმე დღის შემდეგ შავ სამოსში გამოწყობილი სინიორი ეწვიათ. ზრდილობიანი, ტკბილმოუბარი კაცი იყო, მაგრამ ერთი უცნაური რამ სჭირ-და, ვერცხლის ცხვირი ჰქონდა.
— გავიგე, სამი ქალი გყავთ. — უთხრა ქვრივს სტუმარმა. — მოსამსახურედ მომეცით ერთი ქალიო.
ქვრივი სიამოვნებით მისცემდა ქალს მოსამსახურედ, მაგრამ თვალში არ მო-უვიდა სტუმრის ცხვირი, გაიხმო განზე უფროსი ქალი და უთხრა:
— შენ თვითონ გადაწყვიტე, შვილო, რაღაც უცნაური კაცი ჩანს. ასეთი ცხვი-რი ჯერ არსად მინახავს, ვაითუ მერე ინანოო.
ქალს გაჭირვებამ ისე შეაძულა საკუთარი კერა, რომ უცნობ კაცს მოუსავ-ლეთშიც წაჰყვებოდა. წინ დიდი გზა ედოთ. იარეს, იარეს, მთა-ბარი გადაია-რეს. გაიხედა ქვრივის ქალმა — შორს წითლად კაშკაშებდა რაღაც, აფორიაქდა და ბატონს ჰკითხა:
— ქვემოთ რა ჩანსო.
— ნუ გეშინია, ეს ჩემი სახლია და ჩვენც იქითკენ მივეშურებითო, — უპასუ-ხა ვერცხლისცხვირამ.
მიდიოდა ვერცხლისცხვირა, მიჰყვებოდა ქალი და შიშით გული ელეოდა.
სახლი კი არა, თურმე უზარმაზარი სასახლე ჰქონდა ვერცხლისცხვირას. ჰო-და, შემოატარა თავისი სასახლე, სულ ერთი-მეორეზე უკეთესი დარბაზები უჩ-ვენა ქალს და ოთახების გასაღებებიც ჩააბარა, ბოლოს უკანასკნელი ოთახის კართან რომ შედგნენ, ვერცხლისცხვირამ ქალს უთხრა:
— აი, ეს არის ჩემი სახლი. დღეიდან შენ იქნები აქ დიასახლისი. ოღონდ ამ კარის გაღება არ გაბედო. გააღებ — ინანებ, მერე რაც მოგივა, შენს თავს დააბ-რალეო, — და უკანასკნელი ოთახის გასაღებიც ჩააბარა.
გამოართვა ქალმა გასაღები და გაიფიქრა: ალბათ ძალიან საინტერესო რამეა ამ ოთახში. როგორც კი მარტო დავრჩები, მაშინვე კარს გავაღებო.
ღამე, როცა ქალს მაგრა ეძინა, ვერცხლისცხვირა ფეხაკრეფით შეიპარა მის საწოლ ოთახში და მძინარეს თმაში ვარდი გაუყარა. მერე ისევ ფეხაკრეფით გა-მოვიდა.
მეორე დღეს ვერცხლისცხვირა თავის საქმეებზე წავიდა. ქალი მარტო დარჩა თუ არა, დასტაცა ხელი გასაღებების აცმულას და ხელად საიდუმლო ოთახის კართან გაჩნდა. სულ ოდნავ გამოაღო, გამოიჭრა ოთახიდან ცეცხლის ალი და კვამლის ბოლქვები. დაინახა ქალმა, როგორ იკლაკნებოდნენ იმ ცეცხლსა და კვამლში განწირული სულები და მიხვდა: ვერცხლისცხვირა ეშმაკია, ამ კარს იქით კი _ ჯოჯოხეთიო. შიშით დაზაფრულმა ერთი კი შეჰკივლა, კარი მიაჯა-ხუნა და კისრისტეხით გაიქცა. გაიქცა, მაგრამ ჯოჯოხეთიდან გამოჭრილმა ცეცხლის ალმა თმაში გარჭობილი ვარდი შეუტრუსა.
დაბრუნდა ვერცხლისცხვირა. დაინახა ქალს თმაში გაყრილი ვარდი დას-ჭკნობია.
— აჰა, ურჩობა გაბედეო! — დაიღრიალა, სტაცა ხელი ქალს, გამოაღო ჯოჯო-ხეთის კარი და აგუზგუზებულ ცეცხლში უკრა თავი.
მეორე დღეს ისევ ესტუმრა ქვრივს.
— თქვენმა ქალმა შემოგითვალათ, კარგად მოვეწყვეო. მაგრამ საქმეს ვერ აუ-დის, დამხმარე სჭირდება. შუათანა ქალს ხომ ვერ გამატანთო..
წაიყვანა ვერცხლისცხვირამ ქვრივის შუათანა ქალი, მივიდნენ სასახლეში, ჩააბარა გასაღებები. მოატარა მთელი ოთახები უკანასკნელი ოთახის გარდა და დაარიგა: ამ ოთახის კარი არამც და არამც არ გააღოო.
— ნეტა ერთი, რაში მაინტერესებს თქვენი საიდუმლო, — მიუგო ქალმა.
საღამოს, როცა ქალი დაწვა და დაიძინა, ვერცხლისცხვირა ფეხაკრეფით შეი-პარა მის საწოლ ოთახში და მძინარეს თმაში მიხაკი გაუყარა.
მეორე დილით, გავიდა თუ არა შინიდან ვერცხლისცხვირა, ქალს გულმა ვერ მოუთმინა, მივიდა საიდუმლო ოთახის კართან და გამოაღო.
გამოაღო კარი, გამოიჭრა ოთახიდან ცეცხლის ალი და კვამლის ბოლქვები, შეესმა ცოდვილთა გოდება და მათ შორის თავისი უფროსი დაც დაინახა.
— დაო, დაო, დამიხსენი ამ ჯოჯოხეთიდანო! — შეესმა დის მუდარა.
გოგონა შიშისაგან გაირინდა, მერე კარი მიაჯახუნა და კისრისტეხით გაიქცა. მირბოდა და არ იცოდა, სად დამალულიყო. ყველაფერს მიხვდა, ვერცხლის-ცხვირა ეშმაკია, დავიღუპე, მე უბედურიო.
დაბრუნდა ვერცხლისცხვირა, დაინახა თმაში გაყრილი მიხაკი დასჭკნობია ქალს. უსიტყვოდ სტაცა ხელი ცოდვილს და ჯოჯოხეთში უკრა თავი.
მეორე დღეს დიდებულივით გამოეწყო და ისევ მიადგა მრეცხავს კარზე.
— ოჯახში იმდენი საქმეა, რომ თქვენი ორი ქალი ვერ აუდის. გამოუშვით ჩემთან უმცროსიცო!
ასე გაიტყუა ვერცხლისცხვირამ ქვრივის უმცროსი ქალი, ლუჩია. მაგრამ ლუჩია დებში ყველაზე ეშმაკი იყო.
შემოატარა ვერცხლისცხვირამ თავისი დარბაზები, მისცა გასაღებების აცმუ-ლა და დაარიგა, უკანასკნელი ოთახის კარი არამც და არამც არ გააღოო.
ღამე, როგორც კი თვალი მილულა ლუჩიამ, მიეპარა ვერცხლისცხვირა და თმაში ჟასმინი გაუყარა.
ადგა დილით ლუჩია, თმის დავარცხნა უნდოდა, სარკეში რომ ჩაიხედა, ჟას-მინი დაინახა.
გაეცინა ქალს, რა კარგია, ვერცხლისცხვირას ჩემთვის ჟასმინი გაუყრია თმა-შიო. მოდი, წყალში ჩავდგამო. აიღო ჭიქა, ჩაასხა წყალი და ჟასმინი შიგ ჩადო. მერე ნელა დაივარცხნა თმა და როცა დარწმუნდა, რომ მარტო დარჩა, გაიფიქ-რა: ახლა კი ვნახოთ, იმ საიდუმლო ოთახში რა აქვს ვერცხლისცხვირასო.
გამოაღო ლუჩიამ კარი, გამოიჭრა ცეცხლის ალი და კვამლის ბოლქვები. გო-გონამ დაინახა ტანჯული ცოდვილები და თავისი უფროსი დებიც.
— ლუჩია! ლუჩია! — დაუყვირეს დებმა. — გვიშველე. გაგვიყვანე ჯოჯოხე-თიდანო!
ლუჩიამ კარი მაგრად მიხურა და დაფიქრდა, რა ვქნა, როგორ დავიხსნა ჩემი დები ამ უბედურებიდანო.
ეშმაკის დაბრუნების დრო რომ მოახლოვდა, თმაში ჟასმინი გაირჭო და ისე-თი სახე მიიღო, ვითომც აქ არაფერიაო. შეხედა ვერცხლისცხვირამ ჟასმინს და უნებურად წამოიძახა:
— უჰ, როგორ ღაღანებსო!
— რა დააჭკნობდა, — უთხრა ლუჩიამ, — აბა, დამჭკნარ ყვავილს ვინ გაიყ-რის თმაშიო?
— რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, — კვერი დაუკრა ვერცხლისცხვირამ. — ეს ისე ვთქვი… კარგი გოგონა ხარ, თუ მომავალშიც ასე ჭკვიანად მოიქცევი, მე და შენ შეხმატკბილებულად ვიცხოვრებთ. მოგწონს ჩემი სასახლეო?
— ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი რამ არ მასვენებსო, — მიუგო ლუჩიამ.
— რა იყო, რა არ გასვენებსო? — ჰკითხა ეშმაკმა.
— დედის ამბავი არ ვიცი. აქეთ რომ წამოვედი, დედა შეუძლოდ იყოო.
— მერე ამან შეგაწუხა? — ჰკითხა ეშმაკმა. — დღესვე შევივლი დედაშენთან, გული დაიმშვიდეო.
— მადლობელი ვარ, ბატონო. მაგრამ, თუ ასეთ სიკეთეს მიზამთ, ბარემ ხვალ წადით და დედას თეთრეულიც წაუღეთ გასარეცხად. თუ მომჯობინდა, გამი-რეცხავს. ხომ არ გაგიჭირდებათ თეთრეულის წაღებაო? — ჰკითხა ლუჩიამ.
— რა დიდი საქმე ეგ არის, — ჩაიცინა ეშმაკმა. _ როგორი მძიმე ტომარაც უნ-და მომცე, ციმციმ მივუტან დედაშენსო.
გავიდა თუ არა ვერცხლისცხვირა შინიდან, ლუჩიამ ჯოჯოხეთის კარი გამო-აღო, გამოათრია უფროსი და, ჩასვა ტომარაში და უთხრა:
— წყნარად იჯექი, კარლოტა. ეშმაკი მალე დაბრუნდება, მოგიგდებს ზურ-გზე და მიგაცუხცუხებს შინ. გზაში თუ შეატყო, რომ ტომრის მიწაზე დადებას დააპირებს, მაშინვე დაიძახე:
— გხედავ, გხედავ-თქო.
დაბრუნდა ვერცხლისცხვირა. ლუჩიამ ტომარა უჩვენა:
— აქ არის გასარეცხი თეთრეული. მართლა წაუღებთ დედაჩემსო?
— რა იყო, არა გჯერაო?! — გაუკვირდა ეშმაკს.
— მჯერა, როგორ არა. მე ისეთი გამჭრიახი თვალი მაქვს, ცხრა მთას იქით რა ხდება, აქედან ვხედავ. აი, გზაზე ტომარა რომ ჩამოიღოთ, მე აქედან დაგინა-ხავთო.
ეშმაკს ჩაეცინა, არ დაუჯერა, ასე შორს როგორ დაინა-ხავსო.
— კარგა მძიმე ყოფილა ეს ჭუჭყიანი თეთრეული! — ამოიხვნეშა ეშმაკმა, ტომარა ზურგზე რომ მოიგდო.
— მაშ, რა იქნება, რამდენი წელია თეთრეული არ გაგირეცხიათო, — მშვი-დად უპასუხა ლუჩიამ.
ვერცხლისცხვირამ ზურგზე ტომარა მოიგდო და გზას გაუდგა. იარა, იარა, თითქმის ნახევარი გზა გალია და გაიფიქრა: ‘ხომ არ მოვხსნა ტომარას თავი? ვინ იცის, იქნებ იმ მზეთუნახავმა ჩემი ქონება ჩადო ტომარაში და სახლი გამო-მიცარიელაო!» ის იყო, ტომარა ძირს უნდა დაედო, რომ…
— ეჰეი, გხედავ! გხედავ! — იმ წუთს იყვირა ტომარაში მჯდარმა კარლოტამ.
— ფუი, იმ კუდიანს თურმე მართალი უთქვამს, მის მეტი ამ სიშორეზე ვერა-ვინ დაინახავს, მართლაც საოცარი თვალი ჰქონიაო, — აბუზღუნდა ვერცხლის-ცხვირა, წამოიკიდა ტომარა და პირდაპირ დაადგა ქვრივის სახლის გზას.
— თქვენმა ქალმა გასარეცხი თეთრეული გამოგიგზავნათ და დამაბარა, გა-მიგე, დედაჩემი როგორ არისო.
გავიდა თუ არა ვერცხლისცხვირა, ქვრივი ტომარას მივარდა და თავი მოხ-სნა. საწყალი ქალი სიხარულით ცას ეწია, უფროსი შვილი რომ დაინახა.
გავიდა ორი კვირა, ისევ დანაღვლიანდა ლუჩია. ეშმაკს სთხოვა, დედის დარდი არ მასვენებს, გამიგეთ, როგორ არისო და მეორე ტომარა თეთრეულიც გაატანა.
ასე მიუყვანა ქვრივს ვერცხლისცხვირამ შუათანა ქალიც. გზაში რამდენჯერ-მე დააპირა ტომრის თავის მოხსნა, მაგრამ როგორც კი ძირს დაუშვებდა ტომა-რას, იმ წუთას შემოესმოდა:
— ეჰეი, გხედავ, გხედავო!
მრეცხავმა ქალმა უკვე იცოდა, რა სულიერიც ბრძანდებოდა ვერცხლისცხვი-რა და კვლავ რომ გამოეცხადა, შიშით გული გადაუქანდა. ვაითუ სუფთა თეთ-რეული მომთხოვოსო. ვერცხლისცხვირამ კი ტომარა ჩამოიღო და ქვრივს უთ-ხრა:
— სუფთა თეთრეულს მერე წავიღებ. ამ წყეულმა ტომარამ ზურგი დამიბეჟა და შინ ხალვათად უნდა წავიდეო.
გავიდა თუ არა ვერცხლისცხვირა, შეშინებულმა ქვრივმა ტომარას თავი მოხსნა და შუათანა შვილს გადაეხვია. ახლა ლუჩიას დარდი კლავდა, რა ეშვე-ლება იმ უწმინდურის ხელშიო.
რას აკეთებდა ლუჩია? დიდხანს არ გაუვლია, ისევ სთხოვა ეშმაკს, დედის ამბავი გამიგეო.
ეშმაკს მობეზრდა ჭუჭყიანი თეთრეულით გატენილი ტომრების თრევა, მაგ-რამ ლუჩია ისე დაუზარელი, ისეთი გამრჯე იყო, რომ ეშმაკი ვერაფერზე უარს ვერ ეუბნებოდა.
წინა საღამოს ლუჩიამ თავი მოიავადმყოფა და ადრე დაწვა დასაძინებლად.
— თეთრეულის ტომარას კართან დავდებ, თუ დილით უკეთ არ ვიქენი და ვერ ავდექი, ტომარა წაიღეთო, — დაუბარა ეშმაკს. თურმე იმ კუდიანმა ლუჩი-ამ, წინასწარ ჩვრებისგან თავის სიმაღლე დედოფალა შეკერა. ჩააწვინა ეს დე-დოფალა ლოგინში, წააფარა საბანი, წაიჭრა ნაწნავები, მიაკერა დედოფალას თავზე, თვითონ კი ტომარაში ჩაძვრა.
დილით ვერცხლისცხვირამ ლუჩიას ოთახში შეიჭვრიტა. ლუჩიას ეძინა, წა-მოიკიდა ტომარა და გზას გაუდგა.
დღეს ხომ შეუძლოდ არის ლუჩია, თვალს ვეღარ მადევნებს, მოდი შევამოწ-მებ, მართლა ჭუჭყიანი თეთრეულია, თუ რა არის ამ ტომარაშიო, — გადაწყვი-ტა ეშმაკმა, ფრთხილად ჩამოიღო ტომარა და ის იყო თავი უნდა მოეხსნა, რომ შემოესმა:
— ეჰეი, გხედავ! გხედავო!
— ფუი! ისე ახლოს გაისმა ლუჩიას ხმა, თითქოს აქვე იყოს! ერიჰა, ამ გოგოს-თან ფრთხილად უნდა ვიყო! — ისევ წამოიკიდა ტომარა და გზას გაუდგა.
მრეცხავის კარს რომ მიადგა, დააკაკუნა.
— თეთრეულს მერე წავიღებ, შინ მიმეჩქარება, ლუჩია შეუძლოდ არისო, — უთხრა ქვრივს და წავიდა.
ასე შეიყარა მთელი ოჯახი ერთად და რაკი ლუჩიას არ დაავიწყდა ეშმაკის სახლიდან ფულით გატენილი კარგა მოზრდილი ქისის წამოღება, ოჯახი წელ-ში გაიმართა, ცხოვრობდნენ ბედნიერად და უზრუნველად.
ეშმაკის დასაფრთხობად კი კარის წინ დიდი ჯვარი დადგეს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button