ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის კურსი კვლავ აღმავალია

ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნდა სიახლე, სადაც ნათქვამი იყო Bitcoin-ის აღმასვლის შესახებ, რომელმაც 15 000 აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია 

ამ ნიშნულზე კრიპტოვალუტა არ გაჩერებულა, ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზები გამართლდა: Bitcoin-მა მიაღწია 18 ათას აშშ დოლარიან დონეს და ყოველდღე იზრდება. რა თქმა უნდა, რეკორდი უცვლელია – 20 ათასი აშშ დოლარი – სწორედ ასეთი ფასი ჰქონდა კრიპტოვალუტას 2017 წლის დეკემბერში. 

image.png

ექსპერტები Bitcoin-ის ფასის ასეთ ზრდას უკავშირებენ დეფიციტს, რომელიც განაპირობა ხალხის მოთხოვნამ, რომლებიც აქტიურად ყიდულობენ მას შეერთებულ შტატებში. კომპანია PayPal-მა გაზარდა კრიპტოვალუტის შესაძენი ლიმიტები 10 ათასიდან 20 ათას აშშ დოლარამდე, ხოლო ახალი Bitcoin-ების გამოსვლა ორჯერ შემცირდა – 6.25 BTC/10 წუთამდე, ოთხი წლის განმავლობაში წარმოების ვარდნა გაგრძელდება, სანამ ბრუნვაში არ გამოვა 21 მილიონი BTC. 

ცნობილ კრიპტო ინვესტორ დენ პანტერის თქმით, არსი ის არის, რომ სანამ Bitcoin-ების რაოდენობა მცირდება, მასზე ჩნდება მოთხოვნა, რის გამოც ბრუნვაში შემოდის სულ უფრო მეტი კრიპტოვალუტა. 

ინვესტორმა განაცხადა, რომ როდესაც ყველა კომპანია მიბაძავს PayPal-ის მაგალითს, გაჩნდება ვალუტის დეფიციტი, რომლის კომპენსირება მაღალი ფასით იქნება საჭირო. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button