პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ნეგორელოე

დუმილი ფარავს
ტყეს და მდელოებს;
გავცდით ვარშავას,
მდუმარებს არე…
ვუახლოვდებით
ნეგორელოეს,
სადაც იწყება
სამშობლო მხარე…
სადაც მძლავრია
წინადი გრძნობა –
ახალ ვარდებით
შემოსილ შარის…
გულში ვინახავ
გრძნობებს, ევროპა,
მასზე რაც იყო –
რაც არის, არის!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button