Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

მალე სმარტ-საათები ადამიანის მოძრაობის ენერგიით დაიმუხტება

ჰონგკონგის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ მოწყობილობაზე, რომელიც სმარტ-საათებს ადამიანის მოძრაობის ენერგიით დამუხტავს.

მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში სმარტ-საათები მეტად პოპულარული გახდა და დიდი მოთხოვნით სარგებლობს. 2019 წელს 20.65 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების სმარტ-საათი გაიყიდა, 2027 წლისთვის კი დაგეგმილია 96.31 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლის მიღწევა. ამიტომაც ყოველ წელს გამოდის ახალი, გაუმჯობესებული მოდელები.

მეცნიერებს ახალი აღმოჩენები აქვთ, რომლებიც შემდეგ წარმოებაში ინერგება. ამჟამად ჰონგკონგის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ ადამიანის მოძრაობისგან ენერგიის მიღების ახალ მეთოდზე და სურთ ამ ენერგიის გამოყენება სმარტ-საათების ან სხვა თან სატარებელი ტექნიკის დასამუხტად.

ამიტომ, მალე სმარტ-საათებს ექნებათ ენერგია ახალი წყაროდან. ამჟამად ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს პროტოტიპი, რომელიც ენერგიას აგროვებს ადამიანის სიარულისას. მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია პატარა ძრავი, რომელსაც 10 კომპონენტი აქვს. ჯამში მოწყობილობა შედგება ორი ბლოკისგან – ერთი აგროვებს ენერგიას მოძრაობისას, მეორე კი ენერგიას გარდაქმნის ელექტრო ძაბვად.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button