![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-4.jpg?fit=610%2C393&ssl=1)
“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #4
გალაქტიკა NGC 4449. ასი ათასობით ლურჯი და წითელი ვარსკვლავის ერთობლიობა, რომელთა გროვა ფეიერვერკის მსგავს გამოსახულებას ქმნის.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-1-1.jpg?resize=610%2C397&ssl=1)
ნისლეული IC 4406. პლანეტარული ნისლეული, რომელიც ცისარტყელას ფერებშია. სხვა მსგავსი ნისლეულების მსგავსად ისიც გამოირჩევა სიმეტრიით.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-2-1.jpg?resize=610%2C422&ssl=1)
გალაქტიკა Messier 66. სპირალური გალაქტიკის უჩვეულო აგებულება: ასიმეტრიული სპირალური საცეცები და გადაადგილებული გული. ამის მიზეზი სავარაუდოდ გრავიტაციული ძალებია.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-3-1.jpg?resize=610%2C431&ssl=1)
ნისლეული HD 44179. ასევე ცნობილი, როგორც წითელი მართკუთხა ნისლეული. ეს სახელი თავისი ფორმის გამო მიიღო. თუმცა ამ სურათზე გამოჩნდა, რომ ის უფრო X-ის ფორმისაა, რომელსაც აკრავს გავარვარებული აირის ხაზოვანი გროვები.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-5.jpg?resize=610%2C438&ssl=1)
Cassiopeia A. სუპერნოვას აფეთქების შედეგად დარჩენილი ნაფლეთები, რომლებიც კასიოპეიას თანავარსკვლავედში მდებარეობს. ირმის ნახტომში ყველაზე ეს ყველაზე დიდი ნაშთია, რაც ვარსკვლავის აფეთქების შემდგომ დარჩა.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-6.jpg?resize=610%2C495&ssl=1)
ტარანტულის ნისლეული. ეს ნისლეული 170 000 სინათლის წლითაა დაშორებული დედამიწიდან. სურათის ცენტრში ცხელი ვარსკვლავების კლასტერია სახელად R136. ეს ვარსკვლავები შედიან იმ უმსხვილესებში, რომლებიც დღესდღეობითაა ცნობილი.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-7.jpg?resize=610%2C610&ssl=1)
გალაქტიკა NGC 4522. სპირალური გალაქტიკის ერთ-ერთი ცნობილი ვარიანტი, რომლის უმეტეს ნაწილს აირები შეადგენს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი მოძრაობის სიჩქარეა 10 მილიონი კმ/სთ.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-8.jpg?resize=610%2C631&ssl=1)
კლასტერი Trumpler 16. კოლოსალური ვარსკვლავების წყვილი – WR 25 და Tr16-244. WR 25 ყველაზე ნათელი ვარსკვლავია სურათის ცენტრში. Tr16-244 კი მის მეზობლადაა, ზემოთ და მარცხნივ.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-9.jpg?resize=610%2C599&ssl=1)
რეგიონი N11. ადგილი დიდ მაგელანურ ღრუბლებში, სადაც ვარსკვლავების ჩამოყალიბება ხდება. ახალგაზრდა ვარსკვლავებისა და აირის ღრუბლების გროვა ჩვენ მეზობელ გალაქტიკაში.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-10.jpg?resize=610%2C982&ssl=1)
Pismis 24. ვარსკვლავების გროვა ნისლეულ NGC 6357-ის გულში. ნისლეულის ნაწილი იონიზებულია ახალგაზრდა ლურჯი ვარსკვლავებით.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-11.jpg?resize=610%2C692&ssl=1)
გალაქტიკა NGC 5584. ჰაბლის სურათზე ულამაზესი სპირალური გალაქტიკა მოჩანს. მისი მეშვეობით სამყაროს გაფართოების ტემპის უფრო ზუსტი გამოთვლა მოხერხდა.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-12.jpg?resize=610%2C631&ssl=1)
იუპიტერი. გიგანტური პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა გამოსახულება. ბნელი ლაქა ქვედა მარჯვენა მხარეს პლანეტის ატმოსფეროში შეჭრილი ასტეროიდის ან კომეტის ნამსხვრევებია.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-13.jpg?resize=610%2C855&ssl=1)
ჰანის ობიექტი. უცნაური ობიექტი, რომელი გარს არტყავს 300 000 სინათლის წლის სიგრძეზე გალაქტიკა IC 2497-ს. ობიექტის გულიდან წამოსული სიმხურვალე მის ერთ ნაწილს მწვანედ ანათებს.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-14.jpg?resize=610%2C657&ssl=1)
ჰელიქსის ნისლეული. ეს ობიექტი იმდენად მასიურია, რომ ორი ტელესკოპის გამოყენება გახდა საჭირო სურათის გადასაღებად. ის პლანეტარული ნისლეულია, აირების გროვა მზის მსგავსი ვარსკვლავის ირგვლივ.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-15.jpg?resize=610%2C610&ssl=1)
ნისლეული NGC 2346. ეს ნისლეული მოიცავს უამრავ ვარსკვლავს, რომლებიც სიცოცხლის ბოლო სტადიაში არიან. მის ცენტრში ვარსკვლავების წყვილია, რომლებიც 16 დღიან ორბიტას შემოწერენ.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-16.jpg?resize=610%2C610&ssl=1)
კვერცხის ნისლეული. ასევე ცნობილი, როგორც CRL2688, დაახლოებით 3000 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-17.jpg?resize=610%2C610&ssl=1)
გალაქტიკა NGC 4402. მის შემადგენლობაში არის მტვრისა და აირის გაღუნული და ამოზნექილი გროვები, რაც მაღალი ტემპერატურის მქონე აირების ძალების ზემოქმედების შედეგია.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-18.jpg?resize=610%2C662&ssl=1)
გალაქტიკა NGC 1132. ეს არის უზარმაზარი გალაქტიკა, რომელიც წარმოადგენს წარსულში რამდენიმე გალაქტიკის გაერთიანების შედეგს. გარშემო არტყია ჯუჯა გალაქტიკები და სფერული კლასტერები.
_______________
წინა ნაწილები: