![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/“ჰაბლის”-გადაღებული-საუკეთესო-სურათები-3.jpg?fit=610%2C311&ssl=1)
“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #3
გალაქტიკა ESO 510-G13. ჰაბლის ტელესკოპმა უჩვეულო გალაქტიკა დააფიქსირა და ფოტოზე აღბეჭდა მისი დეტალები, დაბრეცილი მტვრის დისკო და სპირალური კიდეები.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/45.jpg?w=780&ssl=1)
ორი სპირალური გალაქტიკა. გალაქტიკები, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდებიან და ოდნავ ეხებიან, ღამით ზღვაში მოცურავე გემების მსგავსად.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/41.jpg?w=780&ssl=1)
ტარანტულის ნისლეული. ნისლეულის ხედი ახლოდან – იონიზებული წყალბადის აირის გროვა დიდ მაგელანურ ღრუბლებში, სადაც ვარსკვლავები იბადებიან.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/42.jpg?w=780&ssl=1)
სპიროგრაფის ნისლეული. ეს მრავალწახნაგოვანი ძვირფასი თვალივით მოკაშკაშე ნისლეული დედამიწიდან 2000 სინათლის წლითაა დაშორებული. მისი წარმოშობის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/43.jpg?w=780&ssl=1)
გალაქტიკა NGC 4013. მტვრისა და აირის უზარმაზარი გროვები, რომლებიც დიდ მანძილზეა გაშლილი, ასევე მოჩანს გალაქტიკის მთავარი დისკო. NGC 4013 სპირალური გალაქტიკაა და ირმის ნახტომს ჩამოგავს.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/44.jpg?w=780&ssl=1)
კლასტერი IC 2944. გავარვარებული სქელი ღრუბლები მშვიდად ლივლივებენ რეგიონში, რომელიც ვარსკვლავების გაჩენა-ჩამოყალიბების არეალია.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/47.jpg?w=780&ssl=1)
ბეჭდის ნისლეული. პლანეტარული ნისლეულებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი. მდებარეობს ლირას თანავარსკვლავედში, ჩვენგან 2000 სინათლის წლის დაშორებით.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/48.jpg?w=780&ssl=1)
სატურნი. გიგანტური პლანეტის დისკოსა და მის გარშემო მბრუნავი თანამგზავრების ახლო ხედი. ნარინჯისფერი თანამგზავრი ტიტანია, რომელიც ზომით მერკურს აღემატება. სხვები კი, მარცხნიდან მარჯვნივ, არიან: ენცელადუსი, დიონე და მიმასი.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/50.jpg?w=780&ssl=1)
ნისლეული NGC 1999. ანარეკლი კვამლის მსგავსი მტვრის ნათელი ნისლეულისა, რომელიც ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/51.jpg?w=780&ssl=1)
პლეადას კლასტერი. ბნელი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი, რომელიც გაანადგურა მეროპემ, ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა პლეადაში.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/54.jpg?w=780&ssl=1)
რეგიონი N90. ახალგაზრდა ცხელი ვარსკვლავებიდან წამოსული გამოსხივება შლის ნისლეულის გარეთა ნაწილებს. N90 ვარსკვლავების ჩამოყალიბების რეგიონია და მდებარეობს პატარა მაგელანურ ღრუბლებში.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/55.jpg?w=780&ssl=1)
ნისლეული N44C. იონიზებული წყალბადის აირების გროვა, რომელიც გარშემო ახვევია დიდი მაგელანური ღრუბლების ვარსკვლავებს. ეს ნისლეული კომპლექს N44-ის შემადგენლობაშია, სადაც ასევე გვხვდება ახალგაზრდა ცხელი ვარსკვლავები, სხვა ნისლეულები და სუპერნოვას აფეთქებების კვალი.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/56.jpg?w=780&ssl=1)
ტრიფიდის ნისლეული. ნისლეული, რომელიც გავარვარებული მტვრისა და აირისგან შედგება და ათასობით ახალი ვარსკვლავის სამშობლოა.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/57.jpg?w=780&ssl=1)
ორიონის ნისლეული. ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური ფაბრიკა, აქ ასობით ვარსკვლავია, რომელთაგან ზოგი გაჩენის პროცესშია, ზოგი ჩანასახის პერიოდში.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/58.jpg?w=780&ssl=1)
კლასტერი M80 (NGC 6093). ირმის ნახტომში მდებარე 147 კლასტერიდან ერთ-ერთი ყველაზე მასიური. შედგება ასობით ვარსკვლავისგან, რომლებიც ერთმანეთთან მიზიდულობის ძალით არიან შეკავშირებულნი.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/60.jpg?w=780&ssl=1)
ვესტბრუკის ნისლეული. პროტოპლანეტარული ნისლეული, ასევე ცნობილი როგორც PK166-06, CRL 618 ან AFGL 618. მის ცენტრში მოსჩანს ვარსკვლავი, რომელიც მალე გარდაიქმნება ცხელ თეთრ ჯუჯად, ხოლო მის გარშემო აირი გავარვარებულ ნისლეულად იქცევა.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/03/70.jpg?w=780&ssl=1)
გალაქტიკა M 32. ელიფსური გალაქტიკა და მის შიგნით 8000 ლურჯი ვარსკვლავის გროვა, რომელიც ფიფქს ჩამოჰგავს. მდებარეობს ანდრომედას გალაქტიკაში და დედამიწიდან დაშორებულია 2.5 მილიონი სინათლის წლით.
_______________
წინა ნაწილები: