ბუნება & სამყაროკოსმოსიმეცნიერებასურათები

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #3

გალაქტიკა ESO 510-G13. ჰაბლის ტელესკოპმა უჩვეულო გალაქტიკა დააფიქსირა და ფოტოზე აღბეჭდა მისი დეტალები, დაბრეცილი მტვრის დისკო და სპირალური კიდეები.


ორი სპირალური გალაქტიკა. გალაქტიკები, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდებიან და ოდნავ ეხებიან, ღამით ზღვაში მოცურავე გემების მსგავსად.


ტარანტულის ნისლეული. ნისლეულის ხედი ახლოდან – იონიზებული წყალბადის აირის გროვა დიდ მაგელანურ ღრუბლებში, სადაც ვარსკვლავები იბადებიან.


სპიროგრაფის ნისლეული. ეს მრავალწახნაგოვანი ძვირფასი თვალივით მოკაშკაშე ნისლეული დედამიწიდან 2000 სინათლის წლითაა დაშორებული. მისი წარმოშობის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.


გალაქტიკა NGC 4013. მტვრისა და აირის უზარმაზარი გროვები, რომლებიც დიდ მანძილზეა გაშლილი, ასევე მოჩანს გალაქტიკის მთავარი დისკო. NGC 4013 სპირალური გალაქტიკაა და ირმის ნახტომს ჩამოგავს.


კლასტერი IC 2944. გავარვარებული სქელი ღრუბლები მშვიდად ლივლივებენ რეგიონში, რომელიც ვარსკვლავების გაჩენა-ჩამოყალიბების არეალია.


ბეჭდის ნისლეული. პლანეტარული ნისლეულებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი. მდებარეობს ლირას თანავარსკვლავედში, ჩვენგან 2000 სინათლის წლის დაშორებით.


სატურნი. გიგანტური პლანეტის დისკოსა და მის გარშემო მბრუნავი თანამგზავრების ახლო ხედი. ნარინჯისფერი თანამგზავრი ტიტანია, რომელიც ზომით მერკურს აღემატება. სხვები კი, მარცხნიდან მარჯვნივ, არიან: ენცელადუსი, დიონე და მიმასი.


ნისლეული NGC 1999. ანარეკლი კვამლის მსგავსი მტვრის ნათელი ნისლეულისა, რომელიც ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს.


პლეადას კლასტერი. ბნელი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი, რომელიც გაანადგურა მეროპემ, ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა პლეადაში.


რეგიონი N90. ახალგაზრდა ცხელი ვარსკვლავებიდან წამოსული გამოსხივება შლის ნისლეულის გარეთა ნაწილებს. N90 ვარსკვლავების ჩამოყალიბების რეგიონია და მდებარეობს პატარა მაგელანურ ღრუბლებში.


ნისლეული N44C. იონიზებული წყალბადის აირების გროვა, რომელიც გარშემო ახვევია დიდი მაგელანური ღრუბლების ვარსკვლავებს. ეს ნისლეული კომპლექს N44-ის შემადგენლობაშია, სადაც ასევე გვხვდება ახალგაზრდა ცხელი ვარსკვლავები, სხვა ნისლეულები და სუპერნოვას აფეთქებების კვალი.


ტრიფიდის ნისლეული. ნისლეული, რომელიც გავარვარებული მტვრისა და აირისგან შედგება და ათასობით ახალი ვარსკვლავის სამშობლოა.


ორიონის ნისლეული. ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური ფაბრიკა, აქ ასობით ვარსკვლავია, რომელთაგან ზოგი გაჩენის პროცესშია, ზოგი ჩანასახის პერიოდში.


კლასტერი M80 (NGC 6093). ირმის ნახტომში მდებარე 147 კლასტერიდან ერთ-ერთი ყველაზე მასიური. შედგება ასობით ვარსკვლავისგან, რომლებიც ერთმანეთთან მიზიდულობის ძალით არიან შეკავშირებულნი.


ვესტბრუკის ნისლეული. პროტოპლანეტარული ნისლეული, ასევე ცნობილი როგორც PK166-06, CRL 618 ან AFGL 618. მის ცენტრში მოსჩანს ვარსკვლავი, რომელიც მალე გარდაიქმნება ცხელ თეთრ ჯუჯად, ხოლო მის გარშემო აირი გავარვარებულ ნისლეულად იქცევა.


გალაქტიკა M 32. ელიფსური გალაქტიკა და მის შიგნით 8000 ლურჯი ვარსკვლავის გროვა, რომელიც ფიფქს ჩამოჰგავს. მდებარეობს ანდრომედას გალაქტიკაში და დედამიწიდან დაშორებულია 2.5 მილიონი სინათლის წლით.

_______________

წინა ნაწილები:

ნაწილი I
ნაწილი II

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button