ანალიტიკოსების აზრით Bitcoin-ის ფასმა შესაძლოა 2020 წელს 5 ათას ხუთასი აშშ დოლარი შეადგინოს
Bitcoin-ს 5500-დოლარიანი ნიშნულით ვაჭრობის პერიოდში შესაძლოა თვეები დასჭირდეს აღდგენისთვის – აცხადებს ერთ-ერთი ცნობილი ანალიტიკოსი პიტერ ბრანდტი.
მან განაცხადა, რომ მისი აზრით შემდეგი სამიზნე 5500 დოლარი იქნება. ბაზარზე ნეგატიური გავლენაა, რის შედეგადაც დაფიქსირდა მინიმუმი 6 850 აშშ დოლარი (სტატიის წერის მომენტში).
ბრანდტის აზრით, დათვური ბაზარი შესაძლოა წარმოუდგენლად გრძელვადიანი იყოს და იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე საერთო კონსენსუსით არის ნავარაუდევი.
„ჩემ მიერ პროგნოზირებული სამიზნე დღევანდელ მინიმუმზე დაბალია. ვფიქრობ, მთავარი მოულოდნელობა ბაზრის ხასიათის ხანგრძლივობაში იქნება. ჩემი აზრით, 5500-დოლარიანი მინიმუმი 2020 წლის ივლისშია მოსალოდნელი და ვთვლი, რომ ეს ფაქტორი უფრო მეტად დაასუსტებს და გამოფიტავს ხარებს, ვიდრე ფასების კორექცია“.
ამ მომენტისთვის block reward halving-ის მოვლენამ შესაძლებელია ხარული მოძრაობის წახალისება გამოიწვიოს. გასულ კვირაში კიდევ ერთი ტრეიდერი Tone Vays მიიჩნევდა, რომ მისი გავლენა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება დადასტურებული.
Tone Vays-მა აგრეთვე განაცხადა, რომ შეიძლება Bitcoin იმაზე უფრო ქვემოთაც ჩამოვიდეს, ვიდრე ბრანდტი ამბობს – ვეისის ვარაუდს – დაახლოებით 4500 აშშ დოლარს იზიარებს სტატისტი Willy Woo-ც.
კვირის დასაწყისში Bitcoin-ის ფასი 15 %-ით შემცირდა. Woo-ს აზრით, ასეთი ტენდენცია დამახასიათებელი იქნება ბაზრისთვის სამომავლოდაც. – „მე გაცილებით დიდ არასტაბილურობას ველი. მოკლევადიანი დათვური ბაზარი – ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობ“
ივლისში, როდესაც BTC/USD 9500 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა მაქსიმალური 13800 დოლარიანი მაჩვენებლის შემდეგ, ბრანდტმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტა ამ მაქსიმუმის 80 %-ს დაკარგავდა.