ახალი ამბებიმსოფლიო

პროგრამა DARPA MBA დაეხმარება აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს – შექმნან „იდეალური ჯარისკაცი“

მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა DARPA-ს პროგრამა „ბიოლოგიური უნარების გაზომვა“ (MBA – Measuring Biological Aptitude), მასზე მუშაობით დაკავებულია სამი მთავარი კვლევითი ჯგუფი, ესენია: კომპანია General Electric-ის სამეცნიერო-კვლევითი ქვეგანყოფილება GE Research, ადამიანური და მანქანური შეცნობის ფლორიდის უნივერსიტეტი (Institute for Human Machine Cognition) და ლოურენსის სახელობის ლივერმორის კვლევითი ლაბორატორია.  

პროგრამა MBA-ს მიზანია უზრუნველყოს სამხედრო პირები – ჰქონდეთ წვდომა მათი ორგანიზმის პოტენციური შესაძლებლობის შესახებ მონაცემებზე, რათა მიაღწიონ უმაღლეს მაჩვენებლებს როგორც საომარი მოქმედებების დროს, ასევე რეაბილიტაციის პირობებში. 

GE Research-ის კვლევითი ქვეგანყოფილება შექმნის ბიოლოგიურ სენსორებს, რომელთაც ნემსის ფორმა ექნება და განკუთვნილი იქნება მებრძოლების ბიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევისთვის. პროექტის მეორე მონაწილე – ფლორიდის უნივერსიტეტი (Institute for Human Machine Cognition) მუშაობს კბილის ბჟენისმაგვარი ბიოლოგიური სენსორის შექმნაზე. ლივერმორის ლაბორატორიის კვლევითი გუნდი კი კვლევის შედეგებს ერთ სამუშაო პროექტად შეაჯამებს.  ამასთან, სამივე მათგანი იმუშავებს სამხედრო პირების სატესტო გუნდებთან, რათა ექსპერიმენტები პრაქტიკაში შემოწმდეს. 

MBA-ს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს თითოეული მებრძოლის გენეტიკური პოტენციალის აღმოჩენა და მიეცეს მას შესაძლებლობა – შეიტყოს, რა ხდება მის ორგანიზმში მოლეკულურ დონეზე დროის ნებისმიერ მონაკვეთში. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანის გენოტიპი ყოველთვის ფენოტიპში არ გამოვლინდება. გენის დონეზე პროგრამა შესაძლოა უკეთესი იყოს იმასთან შედარებით, თუ რა გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას მიაღწია ადამიანმა კონკრეტულ ასაკში. ამიტომ პროგრამა MBA ითვალისწინებს  არა მხოლოდ ბიოლოგიური მარკერების გამოვლენას და შესაბამისი სენსორების შექმნას, არამედ მებრძოლების ინდივიდუალური გენომის გაშიფვრას და გენების ექსპრესიის პროცესის შესწავლას დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. 

თითოეული გამოსაცდელი მებრძოლისთვის განკუთვნილი იქნება პირადი კონსულტანტ-გენეტიკოსი, მწვრთნელი და ფსიქოთერაპევტი. ყველანაირი ფიზიკური და კოგნიტური გამოცდების პარალელურად დაგეგმილია მონაცემების შეგროვება და დამუშავება, რათა სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს გამოსაყენებლად მარტივი პლატფორმის შექმნა, რომელსაც გამოიყენებენ ანალიზის გაკეთებისა და შესაბამისი საჭიროებების მიხედვით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button