Hi-Techახალი ამბებისაზოგადოებატექნოლოგია

ვირტუალური რეალობა ფობიებს კურნავს

ხედავთ ოთახში მცოცავ ობობებს და პანიკა გეწყებათ? – თქვენ არაქნოფობია გაქვთ. ვერ იძინებთ სინათლის გარეშე? – ეს ნიკტოფილიაა, სიბნელის შიში. არსებობს უფრო ეგზოტიკური ვარიანტებიც: ქრემატოფობია – ფულის შიში, კუმპუნოფობია – ღილების შიში, პენტერაფობია – სიდედრის შიში: დიახ, ასეთიც არსებობს. სხვადასხვა სახის ფობიის რიცხვმა უკვე 40 ათასს გადააჭარბა და ჩანს, თითქოს მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს. 

რა არის ფობია? 

image.jpeg

ადამიანისთვის ბუნებრივია შფოთვა და შიში, რადგან ეს არის ერთ-ერთი თავდაცვითი მექანიზმი, რამაც მას გადარჩენის საშუალება მისცა ევოლუციის მსვლელობისას. შესაძლებელია შიში დროთა განმავლობაში გაქრეს, თუმცა ზოგი შიში პანიკაში გადაიზრდება და მეტად უშლის ხელს ადამიანს სრულფასოვან ცხოვრებაში. 

შიშის მიზეზები 

ფობიის გაჩენის მიზეზი ყველაზე ხშირად სტრესული სიტუაციაა, ნეგატიური გამოცდილება, ვთქვათ, ობობის კბენა, ველოსიპედიდან გადმოვარდნა და დაშავება, ღილის გადაყლაპვა და ჯანმრთელობის გაუარესება. ბევრი შიში დაკავშირებულია თვითგადარჩენის ინსტინქტთან, ასეთი შიშები თითქმის ყველა ადამიანს აქვს და ეს ბუნებრივია, მაგალითად გველების შიში, სიმაღლის შიში და ა.შ.  

როგორ ეხმარება ვირტუალური რეალობა ფობიებთან გამკლავებისას 

image.jpeg

არსებობს ფობიისგან განკურნების რამდენიმე მეთოდი, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ვირტუალური რეალობის გამოყენება. მედიცინის მუშაკებმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყეს VR-ის გამოყენების განხილვა, თუმცა იმ დროს არსებული კომპიუტერული გრაფიკა ამჟამინდელთან შედარებით ვერ აღწევდა რეალიზმის საჭირო დონეს. 

ვიზუალიზაციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მოწყობილობების გაიაფების შედეგად VR ტექნოლოგია დღეს მეტად პოპულარული და ეფექტური ინსტრუმენტია ფსიქოთერაპიაში. კვლევების თანახმად, ვირტუალური რეალობის გამოყენებით მიღწეული შედეგი 30%-ით ეფექტურია ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით. 

არსებობს ასეთი რამ – ექსპოზიციური თერაპია, რომლის დროსაც პაციენტმა უნდა წარმოიდგინოს მისთვის არაკომფორტული, ფობიასთან დაკავშირებული სიტუაცია. ვირტუალური რეალობის გამოყენებისას კი ამას თავად კომპიუტერი აკეთებს. არსებობს შემთხვევები, როდესაც VR-ის გამოყენების შედეგად ტკივილის შეგრძნებაც მცირდება. 


Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button