Apple ახალ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს
ანალიტიკური კომპანია Mangrove Capital Partner-ის ახალი ანგარიშის თანახმად კომპანია Apple დაკავებულია ახალი ოპერაციული სისტემის შემუშავებით, რომლის სახელწოდებაა SiriOS. ჟურნალისტების ინფორმაციით, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, ნულიდან შექმნილი ოპერაციული სისტემა ინტერნეტ-ნივთებისთვის. მისი პრეზენტაცის შედგება WDC 2020-ის ფარგლებში.
დღესდღეობით არ არსებობს ინფორმაცია, როგორი იქნება Apple-ის ახალი სისტემა, ცნობილი ის გახლავთ, რომ SiriOS-ის შემუშავება მიმდინარეობს Apple-ის სხვა პროგრამებისგან დამოუკიდებლად. ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ ხსენებული სისტემა აქტიურ კავშირში იქნება ხელოვნურ ინტელექტთან და პროექტდება დამოუკიდებელ პლატფორმად, რომელიც ინდივიდუალურად მოერგება მფლობელს.
როგორც Mangrove Capital Partner-ის ექსპერტები ამტკიცებენ, SiriOS-თან მიმართებაში Apple უკიდურესად იცავს საიდუმლოებებს, კომპანიის არც ერთ პარტნიორს არ აქვს მასთან სრულად წვდომა. ფიქრობენ, რომ Apple-მა კიდევ ერთი რევოლუცია ჩაიფიქრა.