Hi-Techახალი ამბებიბიზნესიტექნოლოგია

OPPO Reno 10x Zoom: Snapdragon 855, ათმაგი zoom-ი

ბრენდმა Reno-მ წარადგინა სმარტფონი OPPO Reno სამი კამერითა და ფლაგმანური პლატფორმით. მოდელის სრული სახელწოდებაა OPPO Reno 10x Zoom.

ახალი მოწყობილობა მუშაობს 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებულ Snapdragon 855 ჩიპსეტზე. ეს არის უკვე კარგად ცნობილი ცალკრისტალიანი სისტემა, რომელიც 2019 წლის ფლაგმანების დიდ რაოდენობაში გვხვდება. ჩიპს აქვს სამ კლასტერად დაყოფილი რვა ბირთვი. ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე ბირთვის სიხშირე 2,84 გიგაჰერცს შეადგენს. გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია Adreno 640 კონტროლერით. 

OPPO Reno 10x Zoom ხელმისაწვდომია შემდეგ კომპლექტაციებში: 1) 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 1866 მეგაჰერცი სიხშირე; 2) 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და  სიხშირე 2133 მეგაჰერცი. ორივე მოდელის შემთხვევაში ოპერატიული მეხსიერების ტიპი იდენტურია – LPDDR4x. აგრეთვე გათვალისწინებულია ინტეგრირებული მეხსირების სივრცე UFS 2.1, რომლის მოცულობაა 128 ან 256 გიგაბაიტი, მოდიფიკაციის შესაბამისად. სმარტფონს ასევე აქვს ჰიბრიდული მეხსიერების ბარათის სლოტი. 

image.jpeg

სმარტფონის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია სამი ძირითადი კამერა, რომლის გაფართოება შეადგენს 48+9+13 მეგაპიქსელს. ძირითადი კამერის მთავარი ღირსებაა ათმაგი ზუმი. ამისათვის მოწყობილობაში მოცემულია 13-მეგაპიქსელიანი ტელეფოტომოდული. იგი მუშაობს იმავე პრინციპით, რაზეც Huawei P30 Pro. სმარტფონს შეუძლია თავი მოიწონოს არა ოპტიკური, არამეტ ოპტიკურ-ციფრული (ჰიბრიდული)  ზუმით. 
ძირითადი კამერით შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა 4K ფორმატში კადრის სიხშირით 60 fps. ასევე, Full HD ფორმატში – 60 fps სიხშირით და HD ფორმატში – 240 fps სიხშირით. ვიდეოს ჩაწერისას მუშაობს ორმაგი ოპტიკური სტაბილიზატორი. 

image.jpeg

OPPO Reno 10x Zoom-ის ფრონტალური კამერა განთავსებულია ზედა მხარეს მოძრავ მოდულში და ამოდის საჭიროების შემთხვევაში. მის დიზაინს კომპანია უწოდებს „ზვიგენის ფარფლს“. ფრონტალური კამერის გაფართოება 16 მეგაპიქსელს შეადგენს, აქვს სელფი-რეჟიმის, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

სმარტფონის ეკრანის დიაგონალი 6,6 დუიმია, გამოყენებულია OLED ეკრანი ახალი თაობის ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორით. დისპლეი იკავებს ფრონტალური პანელის 93,1%-ს. მოწყობილობაში გამოყენებულია დამცავი მინის მატრიცა Gorilla Glass 6.  

უკანა პანელზე განთავსებულია კამერის სამი მოდული, ფლეშ-განათება და ლოგო იმის შესახსენებლად, რომ Reno არის ჩინური კომპანია OPPO-ს სუბბრენდი. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი, ყურსასმენების კონექტორისთვის კი ადგილი ვერ მოიძებნა როგორც ჩანს. სმარტფონი იწონის 210 გრამს, გაბარიტები შეადგენს 162 х 77.2 х 9.3 მილიმეტრს. 

image.jpeg

OPPO Reno 10x Zoom სმარტფონის ბატარეის მოცულობაა 4065 მილიამპერი/სთ, აქვს VOOC 3.0 სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, ოპერაციული სისტემა – Android 9.0 Pie. სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია Bluetooth 5.0 დაWi-Fi მოდულები (5 გჰც + 2.4 გჰც), NFC ჩიპი, LDAC და apt-X კოდეკები.  

ფასები: 

სტანდარტული მოდიფიკაცია 6 გბ RAM-ით და 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით ღირს 600 დოლარი; 

მაქსიმალური მოდიფიკაცია: 8 გბ ოპერატიული და 256 გბ ფლეშ-მეხსიერება – 715 აშშ დოლარი. 

OPPO Reno 10x Zoom გაყიდვაში გამოვა მაისის შუა რიცხვებში. 24 აპრილს დაგეგმილია სმარტფონის გლობალური ვერსიის პრემიერა, აგრეთვე წარდგება მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე ვერსიებიც. ახალი სმარტფონი ხელმისაწვდომია შავ (Extreme Night Black) და მწვანე (Fog Sea Green) ფერებში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button