MIT-ში შექმნეს იმპლანტი, რომელსაც შეუძლია ტვინის სიგნალები გარდაქმნას სინთეზურ საუბრად
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს იმპლანტი, რომელსაც შეუძლია ტვინის სიგნალები სინთეზირებულ საუბრად აქციოს. ეს მიღწევა გარემოცვასთან კომუნიკაციაში დაეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც დარღვეული აქვთ სამოძრაო და სამეტყველო აპარატის ფუნქციები.
მეცნიერების მიერ შექმნილი სისტემა არ ცდილობს ამოიცნოს და წაიკითხოს პაციენტის აზრები – ამის ნაცვლად იმპლანტი აგროვებს ტვინის ცალკეულ სიგნალებს, ნეიროქსელი კი გარდაქმნის მათ სინთეზირებულ საუბრად.
ჯერჯერობით ახალი სისტემა იდეალურად ვერ მუშაობს – ხანდახან იგი დამახინჯებულად გამოთქვამს სიტყვებს, არასწორად აღიქვამს ტვინის სიგნალებს, ნათქვამია კვლევაში. თუმცა ამჟამინდელ მდგომარეობაშიც კი იმპლანტი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პირებს კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.
ამავე სფეროში სხვა სიახლეს რაც შეეხება, გარკვეული პერიოდის წინ შანხაის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს ინვაზიური ნეიროინტერფეისი, რომელიც ელექტრო იმპულსების მეშვეობით თავის ტვინის ქერქის სტიმულირების გზით საშუალებას აძლევდა პარალიზებულ ადამიანებს ესარგებლათ პლანშეტით.