Hi-Techახალი ამბებირობოტებიტექნოლოგია

გადამამუშავებელი რობოტი შეხებით ცნობს და განასხვავებს ქაღალდს, პლასტმასსა და ლითონს

მეორადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარჩენების გადამუშავების წინ საჭიროა მათი დახარისხება მასალის ტიპების მიხედვით. დღესდღეობით ამ საქმით დაკავებულები არიან სპეციალური მუშაკები და მათი შრომა საკმაოდ მომქანცველია – გარდა იმისა, რომ მათ მუშაობის პროცესში შეიძლება მავნე ნივთიერებების ზემოქმედება განიცადონ, ზოგადად სამუშაო თავისთავად ერთფეროვანი და მოსაბეზრებელია. უახლოეს მომავალში ნარჩენების დახარისხებით შესაძლოა რობოტები დაკავდნენ – მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში შექმნეს კონსტრუქცია, რომელსაც შეუძლია შეხებით განასხვავოს ერთმანეთისგან ქაღალდის, პლასტმასის ან ლითონის მასალა.

რობოტი უტილიზატორის სახელია RoCycle და მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ შეუძლია „ხელზე“ დაყენებული სენსორების მეშვეობით განასხვავოს ნარჩენები და ჩაყაროს შესაბამის ურნაში. დეფორმაციის მზომი სენსორი განსაზღვრავს ობიექტის ზომას, ხოლო წნევის მარეგულირებელი მოწყობილობა – მის მტვრევადობას. მათი საშუალებით რობოტს შეუძლია განაცალკევოს მოქნილი, ადვილად დაკეცვადი ქაღალდი და უფრო მკვრივი პლასტმასი. ლითონის საგნების ამოცნობა კიდევ უფრო ადვილია: სენსორები ახდენენ მასალის გამტარუნარიანობის შემოწმებას.

რობოტის ხელები დამზადებულია თავისუფლად წელვადი მასალისგან – აუკსეტიკისგან. რობოტიზებული ხელი გამოყენებულ შეიძლება იქნას როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელის ფუნქციით და ასრულებს უფრო დინამიურ მოქმედებებს, ვიდრე სხვა რობოტების ხელები.

RoCycle რობოტს აქვს სუსტი მხარეებიც. მაგალითად, მას შეუძლია ასწიოს მხოლოდ უძრავი საგნები. ამ შემთხვევაში მოჭიდების სიზუსტე 85 %-ს შეადგენს. თუმცა, თუ საგანი მოძრაობს კონვეირის მოძრავ გზაზე, მაშინ მოჭიდების სიზუსტე ეცემა 63 %-მდე. ასევე არის ალბათობა იმისა, რომ თუკი ლითონის საგანი იდება ქაღალდის პაკეტში, ამ შემთქვევაში რობოტი მას შეცდომით სხვა ურნაში ჩააგდებს.

მკვლევარები აპირებენ გამოასწორონ აღნიშნული ნაკლოვანებები. მათ მიაჩნიათ, რომ რობოტს სჭირდება კომპიუტერული „მხედველობა“, რათა სინქრონულ რეჟიმში იმუშაოს რობოტიზებული ხელის „ტაქტილურ ორგანოებთან“ ერთად.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button