Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

Microsoft-ი ამატებს Spotify-სა და სასარგებლო widget-ებს Xbox-ის გეიმინგ-პანელზე

გასულ წელს Microsoft-ის გეიმინგ-განყოფილების ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა (Phil Spencer) განაცხადა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელს უამრავი სამუშაო აქვს Windows-ზე PC-გეიმერებისთვის. ამჟამად Microsoft-ი იწყებს Xbox-ის პერსონალურ კომპიუტერზე ინტეგრაციის გაუმჯობესებას და წარადგენს ფუნქციების ფართო სპექტრს Windows 10-ის გეიმინგ პანელზე (Game Bar-ზე).

ხსენებული widget-ები უამრავ ფუნქციას მოიცავს, რომელთა ნახვასაც შეძლებთ გეიმინგ-პანელზე. Microsoft-ი ახდენს ამ ფუნქციებში Spotify-ს ინტეგრაციას და შეგეძლებათ აკონტროლოთ სიმღერების გაშვება თამაშების დროს. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება აუდიო-widget-ი ხმის კონტროლისთვის, ასევე პროცესორის, გრაფიკული პროცესორისა და გამოყენებული ოპერატიული მეხსიერების მონიტორინგის widget-ი . Xbox-ის გეიმინგ-პანელის გააქტიურება შესაძლებელია winkey + G-ის მეშვეობით Windows 10-ში. ამ ახალი განლაგების შედეგად უფრო მეტად მოსახერხებელი გახდება მთლიანი პროცესი.

Microsoft-ი აგრეთვე გაამარტივებს ეკრანის ფოტოების გადაღებას და უზრუნველყოფს სწრაფ რედაქტირებას Twitter-ის ფუნქციის გამოყენებასთან ერთად. შეგეძლებათ გადაიღოთ ვიდეო, დაამატოთ რაიმე ტექსტი და საბოლოო შედეგი მომენტალურად გააზიაროთ Twitter-ზე, სანამ ინტერფეისი კვლავ გეიმინგ-პროცესშია. Xbox-ის ახალი სოციალური widget-ი ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ქსელის მეგობრების ჩამონათვალით და სწრაფად და მარტივად შეძლებთ მათთვის შეტყობინებების გაგზავნას გეიმინგ-პანელიდან.

Microsoft-ი კონცენტრირებულია Game Bar-ის გაუმჯობესებაზე და სურს უბრალო პანელიდან იგი ფუნქციურად უფრო მეტად დატვირთულ და ადვილად მართვად ინსტრუმენტად აქციოს. მომხმარებლებს ექნებათ საშუალება – მიამაგრონ widget-ები სადაც სურთ და აირჩიონ ან დამალონ ისინი სურვილის მიხედვით.

Xbox-ის ახალი გეიმინგ-პანელი ტესტირებას გადის პერსონალური კომპიუტერის გეიმერებისთვის, სანამ იგი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. მათ კი, ვისაც სურს ახალი გეიმინგ-პანელის გამოცდა, შეუძლიათ ამის განხორციელება Xbox Insider Hub-ის გაშვებითა და ინსაიდერების კონტენტიდან Windows Gaming-ის არჩევით. როგორც ჩანს, Microsoft-მა საფუძვლიანად დაიწყო თავისი დესკტოპ-თამაშების გარკვეული ნაკლოვანებების გამოსწორება. უფრო მეტ სიახლეს მიმდინარე წელს E3 გამოფენაზე შევიტყობთ.

Source
.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button