Hi-Techახალი ამბებიმსოფლიოსამხედრო

აშშ-ის არმია ქმნის მებრძოლებს შორის ტელეპათიური კავშირის ტექნოლოგიას

როგორც ინტერნეტ-რესურსი C4ISRNET აცხადებს, აშშ-ის არმიამ დაიწყო ნეირობიოლოგიის სფეროში კვლევების დაფინანსება. მიზანია შეიქმნას სისტემა, რომელიც ჯარისკაცებს ტელეპათიური კომუნიკაციის საშუალებას მასცემს.

თამამი ინიციატივაა – შეიქმნას ახალი სამედიცინო ტექნოლოგია, რომელიც ომის ხასიათზე მოახდენს გავლენას. გამომცემლობამ აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ-ის არმიის კვლევითი ორგანიზაცია (ARO) აპირებს პროექტის რეალიზაციაზე ხუთი წლის განმავლობაში დახარჯოს 6 მილიონ 25 ათასი აშშ დოლარი.

დღეისათვის, ARO-ს ნეირობიოლოგებმა უკვე ისწავლეს იმ ნეირონების სიგნალების დეკოდირება და ანალიზი, რომლებიც აკონტროლებენ ქცევას. ეს მიღწევა არ ითვლება აზრების წაკითხვად, ეს გახლავთ მხოლოდ პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტვინის სხვადასხვა სიგანილის არსის გაგებისკენ.

როგორც პროგრამის მენეჯერმა განმარტა, მომდევნო ნაბიჯი იქნება ტვინის სხვა კატეგორიის სიგნალების დეკოდირება, რათა შედეგად კომპიუტერმა შეძლოს „გაახმოვანოს“ სამხედრო პირების აზრები.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button