პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – გავსცდით ხანდაკს

გავსცდით ხანდაკსაც, ეს ბაღებში მყოფი ხევია,
მაღალი კოშკი გადაჰყურებს ქსანიდან ახოს…
და ის ქალი კი (ეხლა მალე კავთისხევია)
იმავე მღვრიე გულგრილობით მიყვება ახოს.
დედაენიდან კალოობას და დღეთა ამბის
კასპის ერთ დიდ კლდეს, ვერავისი კლდე ვერ სჯობია,
შევხვდი მეგობარს: ვარდის ნაცვლად კუკური ბამბის
გულზე ბნეული, ჩვენი დროის თანამგრძნობია.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button