პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დაჰკა წერაქვი!
ციკლიდან „პაციფიზმი“
დაჰკა წერაქვი, დაჰკა წერაქვი,
ჰეი, დაჰკარი!
გადმოანგრიე მძიმე ლოდები
ნიადაგარი.
აგურს-აგური, ფიცარს-ფიცარი,
მკლავი მაგარი,
ვერას დააკლებს ახალ შენობას
წვიმა და ქარი.
დაჰკა წერაქვი, დაჰკა წერაქვი,
ჰეი, დაჰკარი!
მოდის ტრიალი ინდუსტრიალურ
აღმშენებლობის.
წინ, წინ! მაღალი, მშრომელი ხალხის
დროშა აქ არი,
დაჰკა წერაქვი, დაჰკა წერაქვი
ჰეი, დაჰკარი!