პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დილა
თვალუწვდენი, მღელვარე ტბა
მზის სხივების ცეცხლზე გათბა…
ვარდს დაეცა გულზე წვეთი –
ცის წიაღით მონაკვეთი.
შეფართხალდა ცის ტოროლა
და მიდამო აათრთოლა!
აჭიკჭიკდი ტოტზე, ჩიტო,
იბრჭყვიალე, მარგალიტო…
და ხრიალით შავბნელ ხევში,
ნიაღვარო, გადაეშვი!
მსურს ნაღველი საბოლოვო
თქვენს უბიდან ამოვწოვო!..