ახალი ამბებიექსპერიმეტიტექნოლოგია

ენთუზიასტი, რომელმაც მთელი კვირა ვირტუალურ რეალობაში გაატარა

„ეს ალბათ ყველაზე სულელური რამაა, რაც ოდესმე გამიკეთებია, თუმცა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში“ – ასე აღწერს ვირტუალური კონტენტის სტუდია Disrupt VR-ის თანადამფუძნებელი ჯეიკ უილმოტი თავის ექსპერიმეტს. მან 168 საათი გაატარა ისე, რომ არ მოუხსნია VR-ჰედსეტი. ჯეიკს სურდა შეეტყო – როგორია, როდესაც მთლიანად გადაინაცვლებ არარეალურ სამყაროში.

სატესტო სივრცედ ჯეიკმა საკუთარი სახლი აირჩია, დალუქა ფანჯრები, რათა დაეკარგა დროის შეგრძნება და მოიმარაგა საკვები პროდუქტები. იგი იყენებდა ორ ჰედსეტს – პერსონალურ კომპიუტერთან მიერთებულ Oculus-ის ტიპიურ მოდელს, ასევე მობილურ ვერსიას სპეციალური სოფტით. პირველ მათგანს ჰქონდა ინტეგრირებული კამერა, ასე რომ უილმოტი ხედავდა რა ხდებოდა რეალურ სამყაროში, თუმცა ხედავდა მას დამუშავებულ, ვირტუალურ ფორმატში.

უილმოტი ჰედსეტის მოუხსნელად მუშაობდა, იკვებებოდა, ეძინა, აკეთებდა სახლის საქმეს, ასევე პარალელურად თამაშობდა და ვარჯიშობდა ვირტუალურ რეალობაში. მან ეს პროცესი აღწერა როგორც „უნივერსალური თავისუფლების სამყარო“, სადაც სტრესის განცდისას შესაძლებელია გარდაიქმნა სუპერგმირად და გაემართო ვირტუალური დრაკონების გასანადგურებლად, ან მოაწყო ფიტნეს-ვარჯიში მარსზე, შემდეგ კი გადაინაცვლო VRChat-ში მეგობრებთან სასაუბროდ.

უილმოტი გრძნობდა, რომ პრაქტიკურად ცხოვრობდა ვირტუალურ რეალობაში. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მას რამოდენიმე წუთში გაუქრა დეზორიენტაცია და სწრაფად დაუბრუნდა ფორმას. უილმოტის მთავარი შთაბეჭდილება იყო შემდეგი – „რა შესანიშნავი გრაფიკაა რეალურ სამყაროში!“.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button